Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

საბერძნეთის ემიგრაციის მინისტრი კუნძულ კრეტაზე ახალი მიმღები ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

საბერძნეთის ემიგრაციის მინისტრი კუნძულ კრეტაზე ახალი მიმღები ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

საბერძნეთის ემიგრაციის მინისტრმა, თანოს პლევრისმა, დღეს, 25 მაისს, დილით ისაუბრა მიგრაციული ნაკადების ზრდის, ლიბიიდან არალეგალური მიგრანტების შემოდინების ზეწოლისა და კრეტაზე ახალი მიმღები ცენტრების შექმნის გეგმების შესახებ.

მისი განცხადებით, 2025 წელს კრეტაზე დაახლოებით 19 000–20 000 არალეგალური მიგრანტი ჩავიდა. მთავრობის მიზანია, რომ მიმდინარე წელს ეს რაოდენობა იგივე დონეზე შენარჩუნდეს, ხოლო აღმოსავლეთ ეგეოსის მიმართულებით მიგრაციული ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიბიაში დაახლოებით 500 000 მიგრანტი იმყოფება, რომლებიც ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. მისი თქმით, მაისის პირველ ნახევარში კუნძული კრეტასკენ დაახლოებით 1 200 არალეგალური ჩასვლა დაფიქსირდა, თუმცა პირველად განხორციელდა 530 ადამიანის შეჩერებაც, რაც ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილთან თანამშრომლობის ნიშნად შეფასდა.

პლევრისმა განმარტა, რომ კრეტას მიმართულებით მიგრაციის შეკავება უფრო რთულია, ვიდრე ეგეოსის ზღვაში, რადგან საერთაშორისო წყლებში აღმოჩენილი გემების კონტროლი რთულ პროცედურებს უკავშირდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირაკლიოში მიგრანტთა ცენტრისთვის შესაბამისი ადგილის მოძიება სერიოზულ პრობლემად რჩება. სამინისტროს მიერ შეთავაზებული რამდენიმე ადგილი უკვე უარყოფილია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან და არ არსებობს ალტერნატიული წინადადებებიც. მინისტრის თქმით, თუ ახალი ცენტრები არ აშენდება, მიგრანტების ნაკადის მართვა პორტშივე იქნება საჭირო, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

იქვე დასძინა, რომ ხანიას ადგილობრივი ხელისუფლება სამინისტროსთან სრულიად თანამშრომლობს, რაც ხელს უწყობს ემიგრანტების ნაკადის სწორად რეგულირებას. 

ევროკავშირის ახალი მიგრაციული შეთანხმების შესახებ საუბრისას თანოს პლევრისმა აღნიშნა, რომ ამჟამად თავშესაფარზე უარის მიღების შემდეგ მხოლოდ 20% დაბრუნდა საკუთარ ქვეყანაში. ახალი კანონმდებლობის მიხედვით:

  • პირები, რომლებსაც იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი არ ეკუთვნით, დარჩებიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში;
  • პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადები მაქსიმუმ 12 კვირის ვადაში განიხილება;
  • მესამე ქვეყნებზე ზეწოლა გაძლიერდება მოქალაქეების დაბრუნების მიზნით.

გარდა ამისა, მინისტრმა განაცხადა, რომ ხუთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის გერმანია, დანია და ნიდერლანდები, შეთანხმდნენ ევროკავშირის გარეთ დაბრუნების ცენტრების შექმნაზე. ამ ცენტრებში გადაიყვანენ იმ პირებს, რომელთა სამშობლოში დაუყოვნებლივი დაბრუნება შეუძლებელია.

განცხადების ბოლოს კი მინისტრმა ისაუბრა ევროპული პროკურატურის მიერ მიგრანტთა ბანაკებთან დაკავშირებული შესაძლო გამოძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა დაადასტურა, რომ წარსულში აღნიშნულ საკითხთან დოკუმენტაცია გამოითხოვა პროკურატურამ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *