Latest news
ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება - საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა კირიაკოს მიცოტაკისი: თუ პროგრამა “Προλαμβάνω”-სგან შეტყობინებას მიიღებთ, ნუ უგულებელყოფთ მას საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებ... მეტრო: 29 ოქტომბრის ჩათვლით 5 მეტროსადგური  შეზღუდული განრიგით მოემსახურება მგზავრებს სევი ვოლუდაკი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთიUncategorized

სალონიკი: არასრულწლოვანს მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი

სალონიკი: არასრულწლოვანს მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი

სალონიკის ცენტრში, ოთხშაბათს საღამოს, 21 წლის ახალგაზრდა დანით დაჭრეს. შემთხვევა ფილიპუს ქუჩაზე, რომაული აღორას მოპირდაპირედ მოხდა.

პოლიციამ 16 წლის მოზარდი დააკავა, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანი ეგვიპტის მოქალაქეა, ხოლო დაჭრილი ახალგაზრდა სირიიდან არის.

21 წლის ახალგაზრდას დანით ჭრილობები მუცლისა და დუნდულოს არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სალონიკის ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამჟამად მკურნალობს. ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ მოზარდი შემთხვევიდან მალევე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავა. ჩხრეკისას მის მფლობელობაში აღმოაჩინეს და ამოიღეს კანაფის ოთხი თვითნაკეთი შეფუთვა, საერთო წონით 3,3 გრამი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *