Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სალონიკი: დააკავეს 54 წლის ქალი, რომელსაც სახლში 37 კატა და 2 ძაღლი ჰყავდა

სალონიკი: დააკავეს 54 წლის ქალი, რომელსაც სახლში 37 კატა და 2 ძაღლი ჰყავდა

სალონიკში პოლიციამ 54 წლის ქალი დააკავა, რომლის სახლშიც 37 კატა და ორი ძაღლი, სულ 39 შინაური ცხოველი იმყოფებოდა.

პოლიციამ ქალის წინააღმდეგ გამოძიება ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის თაობაზე მიღებული საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქალი აღმოსავლეთ სალონიკში, პილეას რაიონში მდებარე კერძო სახლში 39 ცხოველს მფარველობდა, თუმცა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ იცავდა.

გარდა ამისა, როდესაც შესაბამისი მაკონტროლებელი უწყებების წარმომადგენლები საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, ქალმა მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმებიც დაეკისრება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *