Latest news
დღეს ΟΑΚΑ-ს სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი Metallica იმღერებს მეტრო და ავტობუსები დღეს განსხვავებული განრიგით გადაადგილდებიან 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს დღეს და ხვალ ათენში საერთაშორისო ველორბოლა გაიმართება ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით -... ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს 9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრ... რომელი გზები გადაიკეტება 9 და 10 მაისს საბერძნეთში საერთაშორისო ველორბოლის ფარგლებში
კვირა, მაისი 10, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სალონიკი: 13 წლის ბიჭი სხეულის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში

სალონიკი: 13 წლის ბიჭი სხეულის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში

თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა 18 წლის ბიჭი სალონიკიდან, რომელიც 7 კაციანმა დაჯგუფებამ უმოწყალოდ სცემა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდასხმის შემთხვევა სამშაბათს, შუაღამისას, სიკიესის მიმდებარე ტერიტორიაზე წმინდა თეოდორონის ეკლესიასთან ახლოს დაფიქსირდა.

thestival.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 13 წლის ბიჭი მის 2 თანატოლთან ერთად თავდასხმამდე 2 გოგონასთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც მალევე წავიდნენ სახლში და სწორედ მათი წასვლის შემდეგ მიუახლოვდნენ თავდამსხმელები ბიჭს.

დაშავებული სხეულის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. 

ტელემაუწყებელ Mega-სთან ბიჭის მამამ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და საჭირო იქნება ჩაუტარდეს ოპერაცია თავის არეში.

პოლიციამ თავდამსხმელთა შორის ერთ-ერთი 18 წლის ბიჭი დააკავა.

მიმდინარეობს გამოძიება დარჩენილი 6 თავდამსხმელის ვინაობის დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *