Latest news
კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა სალონიკი: პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 33 წლის კაცი დააკავეს შთამბეჭდავი სანახავია თეთრად შემოსილი პელოპონისო და სალონიკის მთიანი ნაწილი ტაქსის მძღოლები დღესაც აგრძელებენ გაფიცვას კერნიკის ეროვნულ პარკში 23 მეტრის სიმაღლი 1074 წლის ხე დგას  21 იანვარი: უამინდობის ფენომენის გამო სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა ბარომეტრი საბერძეთის საზამთრო სეზონისთვის შეუფერებლად დაბალ ტემპერატურას აჩვენებს ტაქსის მძღოლები ისევ 48 საათიან გაფიცვას აცხადებენ ევია: დიდთოვლობის გამო დირფისის კურორტისკენ მიმავალ გზაზე 2 ახალგაზრდა გაიჭედა მოსწავლემ სკოლაში ხანძარი გააჩინა
ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

სახელმწიფო ორგანოებმა მოახდინეს ფარსალასთან ახლოს მდებარე დასახლების ევაკუაცია მდინარე ენიპეას ადიდების გამო

სახელმწიფო ორგანოებმა მოახდინეს ფარსალასთან ახლოს მდებარე დასახლების ევაკუაცია მდინარე ენიპეას ადიდების გამო

შაბათს დილით 112-ისგან ევაკუაციის განკარგულება გაიცა ლარისაში ფარსალასთან ახლოს მდებარე დასახლებაში მდინარე ენიპეას ადიდების გამო.

მდინარეში წყლის დონის მუდმივი მატება პასუხისმგებელი ორგანოების აღშფოთებას იწვევს და აჩენს ვარაუდს, რომ წყალმა შესაძლოა სხვა რეგიონებიც დატბოროს.

ევაკუაციისთვის მზადყოფნაშია ლევკის, ორგანას, აბელონას, ფილოსა და ილიას რეგიონის მოსახლეობაც. 

აღნიშნულ ტერიტორიაზე არ არის პირველი შემთვევა როცა საფრთხე არამხოლოდ საცხოვრებელ ტერიტორიას, არამედ ადამიანების სიცოცხლესაც ემუქრება. სოფელი არაერთხელ დატბორილა სხვადასხვა უამინდობის ფენომენის გამო.

ადგილობრივი მოსახლეობა აღშფოთებას გამოხატავს: “არ გვისმენე. ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება, ვიხრჩობით. ყოველ წელს ბეწვზე ჰკიდია ჩვენი მდგომარეობა და ვხედავთ როგორ გადმოდის მდინარე კალაპოტიდან შესაბამისად ჩვენი სახლებიც ყოველ წელს იტბორება. მიმართეთ რაიმე გზას, გაატარეთ ზომები, გაწმინდეთ მდინარეები, გაჭერით არხები. რა უბედურებაა ეს?! როდემდე?!” – აცხადებს ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *