Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ბერძენი პოლიტიკოსის, ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. შესაბამისად დღეს დილით ათენის პირველ სასაფლაოზე მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი გაიმართა.

დილიდან მის საფლავთან იმყოფებოდნენ გარდაცვლილის მეუღლე, ანდრეას ცუნისი, ვაჟი, გიორგოს ღენიმატას-ცუნისი, და ქალიშვილები: კატერინა ცუნი და ემილია დეკა. ოჯახის წევრებმა ფოფი ღენიმატას ხსოვნას პატივი ყვავილებით მიაგეს.

პანაშვიდს ასევე ესწრებოდნენ საბერძნეთის სოციალისტური პარტიის (ΠΑΣΟΚ) თავმჯდომარე ნიკოს ანდრულაკისი და პარტიის სხვა წარმომადგენლები.

დამსწრეებს შორის იყვნენ ათენის მერი ხარის დუკასი, ΠΑΣΟΚ-ის მდივანი იანნის ვარდაკასტანისი, პარლამენტის წევრები დიმიტრის მანძოსი, პავლოს ხრისტიდისი და მანოლის ხრისტოდულაკისი, ასევე პარტიის სხვა ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.

ფოფი ღენიმატას საბერძნეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და თანამოაზრეებს მისი მოღვაწეობისა და პოლიტიკური მემკვიდრეობის გახსენების შესაძლებლობას აძლევს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *