Latest news
ინსომნია და მასთან დაკავშირებული პრობლემები 2026 წელს შობადობის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ალონისოსის ეროვნულ საზღვაო პარკში ვულა: 24 წლის მძღოლი მანქანას 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართავდა როცა ტაქსს შეეჯახა პირღოს: ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა მეტროს მე-2 ხაზის რამდენიმე სადგური 15 მარტიდან 21:40 საათზე დაიკეტება სალონიკში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს პირღოს: 18 წლის ბიჭი აივნიდან გადმოვარდა 13 მარტი ძილის საერთაშორისო დღეა როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით წინ სალონიკი: 20 წლის ბიჭს ზურგში დანით ჭრილობები მიაყენეს
შაბათი, მარტი 14, 2026
მსოფლიო

ქალების აბსოლუტური დამცირება იტალიაში: ძვირადღირებული სასტუმროს… შოკოლადით დაფარული თანამშრომელი

ქალების აბსოლუტური დამცირება 2023 წელს იტალიაში და კერძოდ, ულამაზეს და უაღრესად ტურისტულ კუნძულ სარდინიაზე.

ადგილობრივი გაზეთი La Nuova Sardegna ავრცელებს სტატიას სადაც ნათქვამია, რომ 15 აგვისტოს, ძვირადღირებულმა სასტუმრომ პოპულარულ, ტურისტული დანიშნულების გოლფო არანჩიში (ნარინჯისფერი სანაპირო) მოამზადა ფურშეტი ტკბილეულითა და პიკანტური კერძებით აუზთან, ხოლო ფურშეტის სათავეში მოათავსა სასტუმროს თანამშრომელი ახალგაზრდა ქალი, რომელიც იწვა ნაყოფის პოზაში, ეცვა მხოლოდ ბიკინი და მთელი სხეული შოკოლადით ჰქონდა დაფარული.

სასტუმროს ერთ-ერთმა სტუმარმა ქალმა, რომელიც 14 წლის ქალიშვილთან ერთად  ისვენებდა, ფაქტი ფოტოზე აღბეჭდა და კადრები საკუთარ LinkedIn-ის ანგარიშზე ატვირთა, ხოლო წარწერაში აღნიშნა, რომ სასტუმრო იყენებს ქალის სხეულს როგორც ნივთს.

მან წერილობითი ახსნა-განმარტება მოითხოვა სასტუმროების ქსელ Voi Hotels-ისგან, რომელსაც ეკუთვნის „Voi Colonna Hotel“, სადაც მოხდა აღნიშნული ფაქტი და Alpitour-ის ტურისტული ოფისისგან, რომელთანაც სასტუმრო თანამშრომლობს.

დამსვენებელმა იტალიურ მედიას განუცხადა, რომ მისმა 14 წლის ქალიშვილმა უკმაყოფილება გამოხატა და გამოსახულებას “ამაზრზენი” უწოდა. მისი თქმით, როდესაც მან სასტუმროს მენეჯერთან უკმაყოფილება გამოთქვა, მას უპასუხეს, რომ ეს იყო “შოკოლადის ქანდაკება”…

Voi Hotels-ის ქსელი თავის ვებსაიტზე აქვეყნებს რეკლამას, რომ მას აქვს 22 სასტუმრო იტალიის ულამაზეს კუთხეებში, როგორიცაა სარდინია, სიცილია, პულია, კალაბრია, მაგრამ ასევე იტალიის ფარგლებს გარეთ, მადაგასკარში, კაბო-ვერდესა და ზანზიბარში.

მომხდართან დაკავშირებით კომპანიამ სოციალური მედიის საშუალებით გამოქვეყნებულ საპასუხო პოსტში აღნიშნა, რომ ბოდიშს უხდის თავის მომხმარებლებს, მომჩივანს და უპირველეს ყოვლისა, მის 14 წლის ქალიშვილს. მასში ასევე ნათქვამია, რომ ის დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს „ინციდენტის“ მოსაგვარებლად და გარანტიას იძლევა, რომ მომავალში მათი არც ერთი მომხმარებელი არ იგრძნობს თავს შეურაცხყოფილად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *