Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
მსოფლიო

წყალქვეშა ნავის გაუჩინარება: “ეს იყო თვითმკვლელობის მისია, მე გამიმართლა რომ ცოცხალი ვარ”

უკვე მეოთხე დღეა რაც  დაკარგულია წყალქვეშა ნავი, რომელიც ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად მიემართებოდა ბორტზე ხუთი ადამიანით. მისი კვალი კვირას (18/06) დაიკარგა და ამ დრომდე მიმდინარეობს ძებნა.

გერმანელმა მკვლევარმა,  რომელმაც ამავე წყალქვეშა ნავით ტიტანიკის სანახავად ორი წლის წინ, 2021 წლის აგვისტოში ოკეანეში ჩაყვინთა, თავის მოგზაურობას  “თვითმკვლელობის მისია ” უწოდა.

როგორც 60 წლის არტურ ლოიბლი ამბობს, მას  წარმოუდგენლად გაუმართლა, რომ გადარჩა.

გერმანულ პრესასთან საუბრისას ლოიბლმა წყალქვეშა მოგზაურობის დეტალები  გაიხსენა, რომელშიც  100 000 ევრო გადაიხადა და მისიაში მონაწილეობა ინგლისური კომპანიის მეშვეობით დაჯავშნა.

„ჩემი მისია მეხუთე იყო, მაგრამ ელექტროენერგიის პრობლემების გამო წყალში ხუთი საათის დაგვიანებით შევედით,” – დასძინა ლოიბლმა.

ლოიბლის თქმით, წყალქვეშა ნავის ოკეანეში ჩასვლამდე სტაბილიზატორის მკლავი, რომელიც გამოიყენება წყალქვეშ ჩაშვების დროს წონასწორობის უზრუნველსაყოფად, სიღრმეში ჩასვლისას დაზიანდა, მაგრამ ეს მოგვარებადი იყო და საფრთხეს ნაკლებად წარმოადგენდა.

რაც შეეხება ნავის შიგნით არსებულ პირობებს, მისი თქმით რთული იყო.

მასთან ერთად მოგზაურობდნენ  73 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე და OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი და წყალქვეშა ოპერატორი 61 წლის სტოკტონ რაში.  ორივე მათგანი ამჟამად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე იმყოფება.

“აღნიშნულ მისიაში მონაწილეობას მყარი ნერვები სჭირდება, აუცილებელი პირობაა არ გქონდეს კლაუსტროფობია და შეგეძლოს ათი საათის განმავლობაში  გადაჯვარედინებული ფეხებით  ჯდომა, ნავზე მხოლოდ 2,5 მეტრი ფართია, არც სკამი, არც ტუალეტი”- ამბობს ლოიბლი.

ნავმა, რომლის ბორტზეც ლოიბლი იმყოფებოდა ორჯერ შემოუარა გარშემო ტიტანიკის ნამსხვრევებს და  ერთხელ  შეეხო კიდეც მის გემბანს უკან დაბრუნებამდე.

გერმანელი მკვლევარი ამბობს, რომ ის  ყურადღებით ადევნებს  თვალყურს მიმდინარე მოვლენებს დაკარგული წყალქვეშა ნავის და სამძებრო სამუშაოების შესახებ, განიცდის დაკარგულების ბედს და სხვების მსგავსად სასწაულის იმედი აქვს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *