Latest news
პრაღა: ჯონ ლენონის კედლის დაარესების 45 წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება კეფალონიაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საჰაერო ძალების ჩარევა გახდა საჭირო ჟურნალისტი სუზი კაზანძიდუ დღეს დაკრძალეს კვიპროსი: კაფეში ატეხილი ჩხუბის შედეგად 66 წლის კაცი დაიღუპა 49 წლის მზარეული გემის კაბინაში გარდაცვლილი იპოვეს წვიმა, ძლიერი ქარები და ტემპერატურის ვარდნა კვირას საღამოს საათებიდან კვიპროსზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 21 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა ირაკლიოს მერი სოფელ ვუტესში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს - რატომ იხსნება სოფელში გზები ევია: ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღაზიის შესასვლელში შევარდა მგზავრი მატარებლის რელსებში გადავარდა - დაკეტილია ევანგელისმოსა და მეღარო მუსიკის სადგურები
კვირა, აპრილი 27, 2025
ჯანმრთელობასაბერძნეთი

ჭარბთმიანობა და მისი მოცილების მეთოდები

ჭარბთმიანობა და მისი მოცილების მეთოდები

ქალებში თმის სიჭარბეს და ისეთ ადგილებზე ამოსვლას, რომელთა თმიანობაც მამაკაცისთვის არის დამახასიათებელი, ჰირსუტიზმი ეწოდება. ამ დროს თმა ამოდის სახეზე, გულმკერდზე, ზურგზე..
ჰირსუტიზმის დიაგნოზის დასმა იოლია – დაავადების ნიშნები, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, სახეზეა, აი, მიზეზის დასადგენად კი ხშირად საფუძვლიანი გამოკვლევაა საჭირო. შესაძლოა, ექიმმა მოითხოვოს სისხლის გამოკვლევა ანდროგენების დონის განსაზღვრის მიზნით, ექოსკოპია საკვერცხეებისა და თირკმელზედა ჯირკვლის დასათვალიერებლად, ძალზე იშვიათად – კომპიუტერული ტომოგრაფიაც.
ასეა თუ ისე, ჰირსუტიზმის მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად არც ადგილობრივი საშუალებების გამოყენება აუკრძალავს ვინმეს.

ჭარბი თმის მოსაცილებლად მიმართავენ:
. ელექტროლიზს. ამ მეთოდს ქალბატონები უფრო ელექტროეპილაციის სახელწოდებით იცნობენ. მეთოდის არსი ასეთია: ექიმი უწვრილესი ნემსით თმის ფოლიკულამდე ჩადის და მასში ელექტროდენს ატარებს. ამის წყალობით თმის ღერი ძვრება, ფოლიკული ზიანდება და თმის გამოზრდის უნარს კარგავს.
ელექტროლიზი უსიამოვნო, მტკივნეული პროცედურაა, თუმცა თანამედროვე კლინიკებში ელექტროეპილაციამდე კანს სპეციალური კრემების საშუალებით აუტკივარებენ.
ელექტროლიზს აქვს გვერდითი ეფექტებიც: კანის პიგმენტაციის შეცვლა (გამუქება ან გაბაცება) და ძალზე იშვიათად – დანაწიბურება.
. ლაზერული თერაპია. ეს მეთოდი ელექტროლიზისს ჰგავს, ოღონდ ფოლიკულის დასაზიანებლად ელექტრომუხტის ნაცვლად ლაზერს იყენებენ (განსხვავდება ფასიც – ლაზერული თერაპია გაცილებით ძვირი ღირს). პროცედურა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება – ეს, რა თქმა უნდა, მოსაცილებელი თმის რაოდენობაზეა დამოკიდებული. პირველი პროცედურის შემდეგ თმა დიდხანს არ ამოდის, მაგრამ საბოლოოდ მაინც ამოიწვერება ხოლმე (გარდა იშვიათი გამონაკლისისა), ამიტომ სასურველია, ლაზეროთერაპია ქალმა რამდენჯერმე ჩაიტაროს, სანამ საბოლოოდ არ ამოძირკვავს ურჩ თმას.
ლაზეროთერაპია უმტკივნეულოა, თუმცა მცირე დისკომფორტს მაინც იწვევს: პროცედურის შემდეგ კანი ხშირად შეშუპებული და შეწითლებულია, თუმცა მალევე იბრუნებს ადრინდელ იერს.
ეპილაცია, რა ეფექტურიც არ უნდა იყოს, მხოლოდ დამხმარე საშუალებაა; ჭარბთმიანობას მხოლოდ მისი მეშვეობით ვერ გაუმკლავდებით. მიზეზის კვალობაზე, ექიმი მედიკამენტებსაც დაგინიშნავთ, მაგალითად:
. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, რომლებიც ესტროგენსა და პროგესტერონს შეიცავს. ისინი ტესტოსტერონის წარმოქმნას თრგუნავენ და ამით ებრძვიან ჰირსუტიზმს.
. ანტიანდროგენები – მედიკამენტები, რომლებიც რეცეპტორებს ანდროგენებთან ურთიერთქმედებისგან იცავს. ასეთია, მაგალითად, სპირონოლაქტონი (ალდაქტონი). სამწუხაროდ, ამ მედიკამენტების მიღებას შესამჩნევი თანამოვლენებიც ახლავს: პირღებინება, მენსტრუაციული ციკლის მოშლა, დიარეა. მათი ყველაზე საშიში თვისება კი ნაყოფის თანდაყოლილი სიმახინჯეების გამოწვევის უნარია, ამიტომ ანტიანდროგენული მედიკამენტების სმის პერიოდში სასურველია ქალმა ჩასახვისგან თავი დაიცვას.
. ადგილობრივი კრემები, რომლებიც ეფლორნითინს შეიცავს. ეს ნივთიერება ახალამოწვერილი თმის ზრდას აფერხებს, თუმცა უკვე ამოსულს ვერაფერს უხერხებს. ამგვარი საშუალებების გამოყენება მედიკამენტების პარალელურად თვეობით არის სასურველი.
მედიკამენტური მკურნალობის შედეგი ერთი თვის შემდეგ ხდება შესამჩნევი, თუმცა მკურნალობა ექვსი თვე მაინც გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში არც მედიკამენტის დოზის, არც თვით მედიკამენტის შეცვლა მიზანშეწონილი არ არის.
პინცეტი, ცვილი და… ჭარბი თმის მოსაცილებლად კიდევ არაერთი მეთოდი არსებობს. ეს მეთოდები ეპილაციაზე მარტივი და იაფია, მაგრამ ნაკლებად ეფექტური. შედეგიც გაცილებით ხანმოკლეა… ასეა თუ ისე, ეს მეთოდები მცირე ხნით მაინც იძლევა ამოსუნთქვისა და საკუთარი სხეულით ტკბობის საშუალებას.
. პინცეტით ამოწიწკვნა – ამ ხერხით მხოლოდ რამდენიმე (ან რამდენიმე ათეულ) ღერს თუ მოიცილებთ, ისიც – მოკლე ხნით. მეთოდი მტკივნეულია, თუმცა, როგორც ქალები იტყვიან ხოლმე, სილამაზე (თუნდაც დროებითი) მსხვერპლს მოითხოვს.
. გაპარსვა ყველაზე უმტკივნეულო და სწრაფი გზაა, თუმცა სამართებლის ბასრი პირი მხოლოდ კანს ზემოთ ამოსულ თმას ჭრის, კანქვეშ დარჩენილი ნაწილი კი უვნებელი რჩება და მალევე ამოიწვერება.
. ცვილით თმის მოცილება ძალზე მტკივნეული მეთოდია, თუმცა სწრაფი. გაცხელებულ, გამდნარ ცვილს ქალი არასასურველი თმით დაფარულ უბანზე ისვამს, გაცივებას აცდის და თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით სწრაფი მოძრაობით იცლის კანიდან.
ეს პროცედურა კანს აღიზიანებს, თუმცა არსებობს სპეციალური კრემები, რომლებიც იოლად აშუშებს შეწითლებულ ადგილს. ცვილით თმის მოცილების შემდეგ რეკომენდებულია აზულონის ზეთის წასმა, რომელიც, გარდა იმისა, რომ კანს გაღიზიანებას აცხრობს, თმის ფოლიკულებზეც მოქმედებს და თმის ამოსვლას აფერხებს.
. არსებობს აგრეთვე სადეპილაციო გელები, ლოსიონები და კრემები, რომელიც თმის ცილოვან სტრუქტურას არღვევს და თმას კანიდან აცილებს, თუმცა იშვიათად ისინიც იწვევს ალერგიულ რეაქციას.
. გაბაცება თმას არ აცილებს, მხოლოდ პიგმენტს გამორეცხავს, რის შედეგადაც თმა ნაკლებად შესამჩნევი ხდება. გამაბაცებელ საშუალებებს, წესისამებრ, ძლიერი ქიმიური შემადგენლობა აქვთ, ამიტომ გირჩევთ, ფართო უბანზე წასმამდე მომცროზე მოსინჯოთ: წაისვათ და დააკვირდეთ, როგორი რეაქცია ექნება კანს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *