Latest news
გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა
ორშაბათი, აგვისტო 24, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

მამას მხარში ვუდგავართ – აცხადებს მამაოს შვილი, რომელსაც ფოფოდიამ უჩივლა

მამას მხარში ვუდგავართ – აცხადებს მამაოს შვილი, რომელსაც ფოფოდიამ უჩივლა

მამაო სალონიკში მას შემდეგ დააკავეს, რაც მის წინააღმდეგ ფოფოდიამ საჩივარი შეიტანა.

საჩივრის შეტანის მიზეზი კი წყვილს შორის შეკამათება აღმოჩნდა. მამაო მის მეუღლეს დაემუქრა, რადგან ფოფოდიამ საჭმლის მომზადება საღამოს საათებში გადაწყვიტა, რამაც მამაოს გაღიზიანება გამოიწვია.

“ჩვენც იქ ვიყავით. დედაჩემმა გადაწყვიტა ღამის 22:30-23:00 საათზე საჭმლის მომზადება. ჩვენს ქვემოთ მეზობლები ცხოვრობენ. მამამ 2-3 ჯერ უთხრა გაჩერებულიყო და არ ეხმაურა, რომ მეზობლები არ შეეწუხებინა, მაგრამ დედაჩემმა არ მოუსმინა. მამას ხელი არ აუწევია დედაზე, უბრალოდ ფარში აიღო და ნაგავში გადააგდო. არავის არ უსმენს დედაჩემი, შარშანაც უჩივლა მამას ოჯახური ძალადობისთვის და პოლიციაში ტყუილები ილაპარაკა. მე მამას გვერდით ვარ. მამას დედასთვის ხელი არასდროს დაურტყამს.” – განაცხადა ტელემაუწყებელ Mega-სთან საუბრისას მამაოს შვილმა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *