Latest news
როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა
შაბათი, აგვისტო 22, 2026
მსოფლიობუნებრივი მოვლენები

განგაში იტალიაში-ევროპის ყველაზე საშიში ვულკანი იღვიძებს

ნეაპოლთან ვულკანი “კამპი ფლეგრეი” იღვიძებს. უკვე რამდენიმე დღეა მსოფლიო მედია აქტიურად წერს იტალიის მთავრობს გეგმის შესახებ, რომელიც ადამიანთა მასობრივ ევაკუაციას ეხება, საუბარია ათიათასობით ადამიანის ევაკუაციაზე. ამის მიზეზი კი ვულკანის ამოფრქვევის გაზრდილი საფრთხეა. რეალური საფრთხის საფუძველს კი მიწისძვრების სერია იძლევა, რომელიც არ ჩერდება. მხოლოდ გასულ თვეში 1100-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. გასულ კვირას 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიეისძვრა დაფიქსირდა, რაც ამ მხარეში ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

ექსპერტების თქმით გაზრდილი სეისმური აქტივობა სავარაუდოდ დაკავშირებულია გეოლოგიურ მოვლენასთან, როდესაც დედამიწის ზედაპირის ნაწილი თანდათან მაღლდება. ამ მოვლენას ბრადისეიზმი ეწოდება.

ვულკანოლოგების ვარაუდით ამოფრქვევის გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ის ფაქტი, რომ მიწა თვეში 1,5 სმ-ით მაღლა იწევს, შემაშფოთებელია.

სამოქალაქო დაცვის მინისტრის განცხადებით, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება.

ვულკანი “კამპი ფლეგრეი” სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. იგი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში სუპერვულკანია. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ამოფრქვევის შემთხვევაში მისი სიძლიერე ვეზუვის სიძლიერეს გაუთანაბრდება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *