Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიემიგრაციასაზოგადოება

იღუმენიცაში გემზე ავარიის შედეგად ქართველი მეზღვაური დაიღუპა

2 ნოემბერს სამუშაო ავარიის შედეგად 26 წლის ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მიხდა, რომელიც იღუმენიცას პორტში იდგა.

იღუმენიცასა და სივოტას სანაპირო დაცვას მაშინვე  აცნობეს, რომ მეზღვაური დაშავდა გემზე მუშაობის დროს, რომელიც პლატარიას საზღვაო არეალში იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე იღუმენიცას სანაპირო დაცვის საპატრულო კატარღა მივიდა, რომელმაც დაჭრილი მეზღვაური იღუმენიცას პორტში გადაიყვანა. იქიდან კი სასწრაფო დახმარების მანქანამ აიყვანა.

მეზღვაური თავდაპირველად  სასწრაფო დახმარების განყოფილებაში შეიყვანეს, თუმცა, რადგან მისი მდგომარეობა მძიმე იყო, გადაწყდა მისი გადაყვანა იანინას გენერალურ საავადმყოფოში სადაც ის გარდაიცვალა.

მომხდარზე წინასწარ გამოძიებას იღუმენიცას ცენტრალური საპორტო სამმართველო აწარმოებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *