Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთი

ხანძარი ნეა სმირნში

ნეა სმირნის ცენტრში მდებარე ცნობილ რესტორანს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო- სამაშველო სამსახურის მანქანები სასწრაფოდ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.

თავდაპირველად ხანძარი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა  მიმდებარე ბინებშიც.

მძიმედ დაშავდა პირველი სართულის მცხოვრები, მას აღენიშნებოდა დამწვრობა და დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი “ევაგელიზმოს” საავადმყოფოში.

მეხანძრეებმა შეძლეს ბინებიდან ადამიანების ევაკუაცია. გადარჩენილებს შორის ერთი ჩვილი ბავშვია.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ხანძრის განზრახ გაჩენაზე.

როგორც რესტორნის დასუფთავების მუშაკმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რესტორნის დასუფთავების დროს მან შენიშნა 2-3 ადამიანი რომლებმაც ჩაამტვრიეს მინა და შესასვლელში გაურკვევლი ნივთი ისროლეს, რის შემდეგაც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა დანარჩენ ტერიტორიაზე.

აღნიშნულს ადასტურებს   ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც  რესტორანში ხანძრის გაჩენის პირველი მომენტებია ასახული.

 

მატარებლების შეჯახება ტემპში- ახალი დეტალები

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *