ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა
ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა
ოლიმპია კირიკუ 1995 წლის 11 ნოემბერს უკვალოდ გაუჩინარდა, თუმცა მის ძმას არასდროს შეუწყვეტავს მისი ძებნა და 30 წლის შემდეგაც იტოვებს იმედს, რომ მისი და სახლში დაბრუნდება.
ოლიმპიას გაუჩინარების საქმის კიდევ ერთხელ აქტიურად განხილვა 3 კვირის წინ დაიწყო, როცა გადაცემა “ტუნელმა” საქმის ახალ დეტალებსა და მიცემულ ჩვენებებში არსებულ შეუსაბამობებზე ისაუბრა. სატელევიზიო გადაცემის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ ამოწია ზედაპირზე ჩვენებებში არსებული ხარვეზები, რაც უამრავ კითხვას ბადებს.
ერთ-ერთი ჩვენების თანახმად, რომელიც გაუჩინარებული ქალის ნათესავმა, მისცა ოლიმპია კუნძულ სანდორინზე მის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა გადაცემა ოლიმპიას პარტნიორს დაუკავშირდა, რომელმაც კატეგორიულად უარყო კუნძულზე მცხოვრები ქალისა და ოლიმპიას კავშირი.
გადაცემა დაუკავშირდა თავად კუნძულზე მაცხოვრებელ ქალსაც, რომელსაც ასევე ოლიმპია ჰქვია, ფილოლოგია და ტურისტულ სააგენტოში მუშაობს, თუმცა მან თავადაც უარყო გაუჩინარებულ ქალთან კავშირში და განაცხადა, რომ საერთო სახელი და პროფესია უბრალო დამთხვევაა.
მთავარი კითხვა, რომელსაც გადაცემაშიც გაესვა ხაზი, უკავშირდება ნათესავის ჩვენებას, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ოლიმპია კუნძულ სანტორინზე ცხოვრობდა.
ოლიმპიას ძმა, 30 წლიანი ძებნის შემდეგ, ოჯახის ადვოკატის, ანასტასიოს დუგასის დახმარებით ათენის რაიონულ პროკურატურაში ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ ახალ მოთხოვნის შეტანას გეგმავს რათა მოხდეს საქმის სრულად ხელახლა შესწავლა, გამოვლინდეს სიმართლე და დასრულდეს თრილერი, რომელშიც უკვე 30 წელია უწევს ცხოვრება.
