Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
საბერძნეთიUncategorized

წლის ბოლოს ხალკიდიკის სკურიესის ოქროსა და სპილენძის მაღარო ოფიციალურად ამუშავდება

წლის ბოლოს ხალკიდიკის სკურიესის ოქროსა და სპილენძის მაღარო ოფიციალურად ამუშავდება

ხალკიდიკის სკურიესის ოქროსა და სპილენძის მაღარო 2026 წლის ბოლოს ოფიციალურად დაიწყებს ფუნქციონირებას. 

პროექტის სამშენებლო სამუშაოები უკვე 94%-ით დასრულებულია.

კანადური კომპანია Eldorado Gold-ის შვილობილი „Ellinikos Chrysos“-ის ინფორმაციით, ინვესტიციის მოცულობა 1,3 მილიარდ დოლარს აღემატება. სკურიესი ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სპილენძისა და ოქროს საბადოს წარმოადგენს, რომლის სავარაუდო ოპერირების ვადა 20 წელია.

საბადოზე დადასტურებული მარაგები დაახლოებით 3,6 მილიონ უნცია ოქროსა და 740 ათას ტონა სპილენძს შეადგენს. სრული სიმძლავრით ამოქმედების შემდეგ წლიური წარმოება დაახლოებით 140 ათას უნცია ოქროსა და 67 მილიონ ფუნტ სპილენძს მიაღწევს.

კომპანიის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე საბერძნეთის ეკონომიკას. დღეს კასანდრას მაღაროებში დაახლოებით 5 200 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სკურიესის სრულად ამუშავების შემდეგ პირდაპირი და ირიბი დასაქმების რაოდენობა 8 600 სამუშაო ადგილს გადააჭარბებს.

Eldorado Gold-ის წარმომადგენლების განცხადებით, მაღაროს ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის საბერძნეთის ექსპორტს და ქვეყნის პოზიციებს სტრატეგიული ლითონების, განსაკუთრებით სპილენძის, წარმოებაში, რომელიც ენერგეტიკული გარდაქმნისა და მწვანე ტექნოლოგიების განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად რესურსად მიიჩნევა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *