Latest news
მარია კარაიანნი Marfin-ის ბანკში გაჩენილი ხანძრის დეტალებს იხსენებს შვილი მომიკლეს - აცხადებს 15 წლის გოგონას მამა, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევა იმსხვერპლა Marfin-ის საქმე და გამოძიება, რომელიც უკვე 16 წელია გრძელდება Marfin-ის საქმესთან დაკავშირებული ორი ბრალდებული სასამართლოში გადაიყვანეს როდოსი: 10 თვის ჩვილის გადარჩენა ვერ შეძლეს საბერძნეთი: რა უნდა გავითვალისწინოთ იმ შემთხვევაში თუ 3 აგვისტომდე პირადობის მოწმობების შეცვლას ვერ ... ლაგადა: დააკავეს 60 წლის კაცი, რომელიც ცხოველებს უკანონო ოპერაციებს უკეთებდა სალონიკი: თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის შედეგად სერბეთის მოქალაქე დაშავდა ათენის მუნიციპალიტეტს უსახლკარო ნარკოდამოკიდებულთა ერთადერთი თავშესაფრის დახურვაში ადანაშაულებენ საბერძნეთი: საგზაო უსაფრთხოების კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრდა
პარასკევი, ივლისი 10, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მარია კარაიანნი Marfin-ის ბანკში გაჩენილი ხანძრის დეტალებს იხსენებს

მარია კარაიანნი Marfin-ის ბანკში გაჩენილი ხანძრის დეტალებს იხსენებს

მარია კარაიანნი ერთ-ერთი იმ ბანკის თანამშრომელთაგანია, რომელიც 2010 წლის 5 მაისს Marfin-ის ბანკში გაჩენილ საბედისწერო ხანძარს გადაურჩა. მარია კარაიანნი სწორედ ის ქალია, რომელიც ხანძირს დროს აივანზე გამოვიდა და შველას ითხოვდა. მან კომეტარი გააკეთა საქმეში ბრალდებული 2 პირის დაკავებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, იცოდნენ, რომ შენობაში ხალხი იყო, რადგან თავად ეძახდნენ შენობიდან და სთხოვდნენ, რომ არ ესროლათ.

მარია კარაიანნიმ ტელემაუწყებელ MEGA-სთან საუბრისას განაცხადა: “მაცნობეს რომ გამოძიების შედეგად 3 პირის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი, რომელთაგანაც 2 უკვე დააკავეს. მაშინვე ერთიანად მომაწვა ყველა მოგონება, რაც ამ დღეს უკავშირდება. ყველა პასუხგაუცემელი კითხვა, ტკივილი და გაურკვევლობა, რომელსაც 16 წლის შემდეგაც კი ვერ შევეგუე. ხანძარმა 3 კოლეგის სიცოცხლე წაგვართვა. ვგრძნობ რომ ამ დრომდე სამართლიანობა არ აღდგენილა. ჩვენც შემთხვევით გადავრჩით. მათ ვინც მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს ძალიან კარგად იცოდნენ რომ შენობაში ხალხი იყო და ამას ხმამაღლა ვამბობ, რომ ყველამ გაიგოს. როცა ფანჯრები ჩაამსხვრიეს და აალებადი ნივთიერება დააქციეს მე სარდაფში ვიყავი, ჩემი კოლეგები ზედა სართულიდან ყვიროდნენ და სთხოვდნენ, რომ არ ესროლათ არაფერი, რადგან ხალხი იყო შენობაში. წარმოიდგინეთ რამდენად ტრაგიკულია ეხვეწებოდე, სთხოვდე არ დაგწვან და მაინც ცეცხლში გაახვიონ მთელი შენობა. ამას ხაზგასმით ვამბობ, რადგან წარსულში რამდენჯერმა გაიჟღერა აზრმა, რომ არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ ადამიანები იყვნენ შენობაში, რომ მხოლოდ მატერიალური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული. მაგრამ ეს რეალობას არ შეესაბამება. სიმართლე ის არის, რომ ხედავდნენ და ესმოდათ ადამიანების და მაინც არ დაიხიეს უკან.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *