Latest news
ვანგელის ცაპასი საკალათბურთო სკანდალის საქმის მთავარი მოწმეა საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავიდა - საათმა 1 საათით უკან გადაიწია ათენის საგარეუბნო მატარებლისა და მეტროს 24 სადგურის განახლება იგეგმება ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე საბერძნეთში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ 7 სპეციალიზებული ცენტრის შექმნა იგეგმება საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება - საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა კირიაკოს მიცოტაკისი: თუ პროგრამა “Προλαμβάνω”-სგან შეტყობინებას მიიღებთ, ნუ უგულებელყოფთ მას
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

შეუქმნის თუ არა საგზაო რეგულაციები ექსარხიას მაცხოვრებლების ყოველდღიურობას დაბრკოლებებს

შეუქმნის თუ არა საგზაო რეგულაციები ექსარხიას მაცხოვრებლების ყოველდღიურობას დაბრკოლებებს

ათენში, კერძოდ ექსარხიაზე მეტროს მე-4 ხაზის ახალი სადგურის მშენებლობის გამო, 10 ოქტომბრიდან საგზაო მოძრაობისა და პარკირების შეზღუდვები ამოქმედდა. შეზღუდვები 2031 წლის 10 ოქტომბრამდე, დღე-ღამის განმავლობაში იმოქმედებს.

მოძრაობა შეიზღუდება სამ ქუჩაზე:

  • სტურნარის ქუჩა – მონაკვეთზე იკონომუს ქუჩიდან სპირუ ტრიკუპის ქუჩამდე. გზის სავალი ნაწილის თავისუფალი სიგანე დაახლოებით 4 მეტრი იქნება.
  • სპირუ ტრიკუპის ქუჩა – სტურნარისა და თეზმოთეოს ქუჩებს შორის მონაკვეთზე, სადაც ასევე დაახლოებით 4 მეტრი დარჩება.
  • არახოვის ქუჩა – სტურნარისა და იკონომუს ქუჩებთან გადაკვეთამდე, დაახლოებით 10 მეტრიან მონაკვეთზე. გზის სიგანე მინიმუმ 5,5 მეტრამდე შემცირდება.

სად აიკრძალება გაჩერება და პარკირება?

  • სპირუ ტრიკუპის ქუჩაზე ორივე მხარეს, სტურნარის ქუჩიდან სოლომუს ქუჩამდე;
  • იკონომუს ქუჩაზე ორივე მხარეს, ტოსიცას ქუჩიდან სტურნარის ქუჩამდე;
  • ტოსიცას ქუჩაზე მარცხენა მხარეს, ცამადუს ქუჩიდან იკონომუს ქუჩამდე.

შეზღუდვები 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.

სამუშაოების ზონაში სიჩქარის მაქსიმალური დასაშვები ზღვარი საათში 30 კილომეტრია. პოლიცია მძღოლებს მოუწოდებს, დაიცვან საგზაო ნიშნები და განსაკუთრებული სიფრთხილით იმოძრაონ.

ცვლილებები გავლენას მოახდენს ექსარხიას მცხოვრებლების, დასაქმებულებისა და ვიზიტორების ყოველდღიურ გადაადგილებაზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *