Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
მსოფლიო

დუბაის საერთაშორისო აეროპორში თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში მოთავსებული გალიიდან დათვი გაიქცა

ერაყის პრემიერ-მინისტრმა გამოძიების დაწყების განკარგულება გასცა მას შემდეგ, რაც დუბაის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში მოთავსებული გალიიდან დათვი გაიქცა. ინციდენტმა მწვავე დაპირისპირება გამოიწვია იმის შესახებ, თუ ვინ არის დამნაშავე  ცხოველის გაქცევაში.

ერაყის ავიახაზების ოფიციალურმა წარმომადგენელმა კვირას პრესასთან დაადასტურა, რომ დათვი მართლაც გადაყავდათ ერაყის დედაქალაქში. ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, უარი თქვა ცხოველის მფლობელის ვინაობაზე.

Iraqi Airways-მა განაცხადა, რომ ის არ იყო პასუხისმგებელი დათვის გაქცევაზე და რომ თვითმფრინავის ეკიპაჟი თანამშრომლობდა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებასთან, რომლებმაც გაგზავნეს ექსპერტები ცხოველის დასაძინებლად და თვითმფრინავიდან უსაფრთხოდ გასაყვანად.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თვითმფრინავის კაპიტანი ბოდიშს უხდის მგზავრებს დათვის გაქცევის მცდელობის მიზეზით ფრენის დაგვიანების გამო.

ვიდეო ჩანაწერში ისმის ხმა, რომელიც აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის ბაღდადის მიმართულებით ფრენა ერთი საათით გადაიდო და მგზავრებს სთხოვეს დაეტოვებინათ ბორტი სანამ საკითხი მოგვარდებოდა.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლებმა არჩიეს ამ საკითხზე განცხადება არ გაეკეთებინათ.

თავის მხრივ ავიაკომპანიამ “Iraqi Airways” განაცხადა, რომ დათვის ტრანსპორტირების პროცედურები ჩატარდა კანონის დაცვით და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ დამტკიცებული პროტოკოლებისა და სტანდარტების შესაბამისად.

ერაყში, განსაკუთრებით ბაღდადში, მდიდარ ადამიანთა შორის მტაცებელი ცხოველების, როგორც შინაური ცხოველის ფლობის ტენდენცია სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც ხელისუფლებას გამოწვევას უქმნის ველური ბუნების დაცვის სამართლებრივი ზომების ეფექტურად განხორციელებაში.

ბაღდადის პოლიცია მოუწოდებდა მოქალაქეებს, ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან, რათა თავიდან აიცილონ ამ ცხოველების ქალაქის ქუჩებში გაშვება ან რესტორნებში ეგზოტიკური სამზარეულოს მენიუში შეტანა. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ მსგავსი ინციდენტების გამოვლენის კუთხით აქტიურობისკენ, პრობლემის გადასაჭრელად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *