Latest news
პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ
პარასკევი, აპრილი 17, 2026
მსოფლიო

ავსტრალია: მან ყოფილი სიძე სოკოს წვნიანზე დაპატიჟა-მოწამვლამ სამი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია

ავსტრალიელი ქალის მიერ სოკოთი მომზადებულმა სადილმა მისი სამი ნათესავის სიკვდილი გამოიწვია, ერთი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობაში დატოვა. ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.

ავსტრალიის პოლიცია მიიჩნევს, რომ გარდაცვლილებმა მიირთვეს კონკრეტული ჯიშის სოკო, რომელიც სასიკვდილოა. ერინ პატერსონმა განაცხადა, რომ არ იცოდა თუ მის მიერ სადილისთვის გამოყენებული რამდენიმე გამხმარი სოკო შხამიანი იყო.

„განადგურებული ვარ იმის ფიქრით, რომ ამ სოკოებმა შეიძლება შეიძლება გამოიწვია ჩემი ახლობლების სიკვდილი. მე არანაირი მიზეზი არ მქონდა ზიანი მიმეყენებინა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიყვარდა“, – თქვა 48 წლის ქალმა.

პატერსონმა სადილზე მიიწვია მისი ყოფილი სიძე და სიძის სამი ახლობელი.

სადილიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ოთხივე სტუმარი შეუძლოდ გახდა. სამი მათგანი რამდენიმე დღეში, მძიმე მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო სადილზე მყოფი მეოთხე სტუმარი სიცოცხლისთვის იბრძვის მელბურნის საავადმყოფოში, სადაც ის ღვიძლის გადანერგვას ელოდება.

პატერსონის განცხადებით სადილის დასამზადებლად გამოყენებული გამხმარი სოკო შეძენილი იყო რამდენიმე თვის წინ მელბუნში, აზიურ სასურსათო მაღაზიაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *