Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
მსოფლიო

ეგვიპტეში, წმინდა ეკატერინეს მონასტერში ჰიპარქეს უძველესი ცის რუკა აღმოაჩინეს, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა

სულ ახლახანს ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში ძველი ბერძენი ასტრონომის, ჰიპარქეს მიერ შექმნილი ღამის ცის კატალოგი (რუკა) აღმოაჩინეს.

მეცნიერების ამ აღმოჩენაში ქრისტიანული ტექსტების მიღმა დამალულია ის, რაც როგორც ჩანს, ჰიპარქეს დიდი ხნის დაკარგული ვარსკვლავების კატალოგის ნაწილია.

ითვლება, რომ კატალოგი წარმოადგენს ყველაზე ადრეულ ცნობილ მცდელობას მთელი ცის რუკაზე დატანისა.

მეცნიერები ჰიპარქეს კატალოგს საუკუნეების მანძილზე ეძებდნენ. აღმოჩენის შესახებ ამ კვირაში გამოქვეყნდა, ონლაინ ჟურნალში “ასტრონომიის ისტორია”. ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ ჰიპარქე, რომელიც ხშირად ითვლებოდა ძველი საბერძნეთის უდიდეს ასტრონომად, მართლაც ქმნიდა ზეცის რუკას სხვა ცნობილ მცდელობებამდე საუკუნეებით ადრე.

ხელნაწერი აღმოჩენილი იქნა წმინდა ეკატერინეს ბერძნულ მართლმადიდებლურ მონასტერში, მაგრამ მისი 146 ფურცლის უმეტესი ნაწილი ახლა ვაშინგტონის ბიბლიის მუზეუმს ეკუთვნის.

უძველეს ხელნაწერში დატანილია ასტრონომიული მასალა და ვარსკვლავური კოორდინატები. კატალოგში მითითებულია თანავარსკვლავედი Corona Borealis-ის, ჩრდილოეთ გვირგვინის, სიგრძე და სიგანე გრადუსებში და იძლევა კოორდინატებს ვარსკვლავებისთვის მის უკიდურეს ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით.

რაც მთავარია, უძველესი ასტრონომის გაზომვების სიზუსტემ მკვლევართა გუნდს დაკვირვების დათარიღების საშუალება მისცა.

პრეცესიის ფენომენი-მოვლენა, რომლის დროსაც დედამიწის ღერძი იხრება დაახლოებით ერთი გრადუსით ყოველ სამოცდათორმეტ წელიწადში, თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ცაზე ფიქსირებული ვარსკვლავების პოზიციაც ნელ-ნელა იცვლება.

მკვლევარებმა შეძლეს ამ ფაქტის გამოყენება იმის დასადგენად, თუ როდის აწარმოებდა უძველესი ასტრონომი თავისი დაკვირვებებს. მათ აღმოაჩინეს, რომ კოორდინატები ემთხვეოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 129 წელს, იმ დროს, როდესაც ჰიპარქე მოღვაწეობდა.

ჰიპარქე დაიბადა ნიკეაში, ბითინიაში და სავარაუდოდ გარდაიცვალა საბერძნეთის კუნძულ როდოსზე. ცნობილია, რომ ის იყო მოქმედი ასტრონომი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 162-დან 127 წლამდე.

ჰიპარქე ითვლება უდიდეს ძველ ასტრონომიულ დამკვირვებლად და ზოგიერთის აზრით, ანტიკური ეპოქის უდიდეს ასტრონომად.

ის იყო პირველი, რომლის რაოდენობრივი და ზუსტი მოდელები მზისა და მთვარის მოძრაობის შესახებ გადარჩა. მან შეიმუშავა ტრიგონომეტრია და ააგო ტრიგონომეტრიული ცხრილები და გადაჭრა სფერული ტრიგონომეტრიის რამდენიმე პრობლემა. მზისა და მთვარის თეორიებითა და ტრიგონომეტრიით მან შესაძლოა პირველმა, მზის დაბნელების პროგნოზირების საიმედო მეთოდი შეიმუშავა.

მისი სხვა ღირსშესანიშნავ აღმოჩენებს შორის არის  დედამიწის პრეცესიის აღმოჩენა და გაზომვა, დასავლური სამყაროს პირველი ყოვლისმომცველი ვარსკვლავური კატალოგის შედგენა და შესაძლოა ასტროლაბის გამოგონება, ასევე გეოგრაფიული კოორდინატების- განედის და გრძედის შემოღება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *