Latest news
ინსომნია და მასთან დაკავშირებული პრობლემები 2026 წელს შობადობის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ალონისოსის ეროვნულ საზღვაო პარკში ვულა: 24 წლის მძღოლი მანქანას 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართავდა როცა ტაქსს შეეჯახა პირღოს: ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა მეტროს მე-2 ხაზის რამდენიმე სადგური 15 მარტიდან 21:40 საათზე დაიკეტება სალონიკში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს პირღოს: 18 წლის ბიჭი აივნიდან გადმოვარდა 13 მარტი ძილის საერთაშორისო დღეა როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით წინ სალონიკი: 20 წლის ბიჭს ზურგში დანით ჭრილობები მიაყენეს
შაბათი, მარტი 14, 2026
მსოფლიო

ბუნტი ჰონდურასის ქალთა კოლონიაში- დაღუპულია სულ მცირე 41 პატიმარი

სულ მცირე 41 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა ჰონ­დუ­რა­სის  ქალ­თა კოლონიაში ბან­დებს შო­რის სასტიკ და­პი­რის­პი­რე­ბას. ცი­ხე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ათო­ბით ცხე­და­რი იპო­ვეს. მსხვერპლთაგან ზო­გი­ერ­თი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით იყო მოკ­ლუ­ლი, ზოგი კი – დამ­წვა­რი. ამ დრო­ის­თვის, სულ მცი­რე შვი­დი ქალი ადგილობრივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის გამო მკურ­ნა­ლობს.

ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ქსი­ო­მა­რა კას­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ ის შო­კი­რე­ბუ­ლია ქა­ლე­ბის “მხე­ცუ­რი მკვლე­ლო­ბე­ბით” და ამა­ში ქუ­ჩის გავ­ლე­ნი­ა­ნი ბან­დე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მან ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტით  გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და და განაცხადა  რომ მთავ­რო­ბა რა­დი­კა­ლურ ზო­მებს მიიღებს.

ცი­ხე­ში და­პი­რის­პი­რე­ბა ორ მე­ტო­ქე დაჯ­გუ­ფე­ბას Barrio 18-ს და Mara Salvatrucha-ს (MS-13) წევ­რებს შო­რის მოხდა.

პა­ტი­მარ­თა ახ­ლობ­ლე­ბი ცი­ხის გა­რეთ შე­იკ­რიბ­ნენ, რათა მომ­ხდარ­ში გარ­კვე­უ­ლიყ­ვნენ.

ჯუ­ლი­სა ვი­ლა­ნუ­ე­ვამ, ქვეყ­ნის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა კი პრე­სას­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მათი ვა­რა­უ­დით, პა­ტიმ­რებს შო­რის არე­უ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ცი­ხე­ებ­ში უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ტა­რე­ბულ­მა რე­ფორ­მებ­მა გა­მო­იწ­ვია.

“ჩვენ უკან არ და­ვი­ხევთ”, – თქვა ვი­ლა­ნუ­ე­ვამ ბუნ­ტის შემ­დეგ. დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი ქვეყ­ნის ცი­ხე­ებ­ში ხში­რად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კონ­ტროლს, სა­დაც პა­ტიმ­რე­ბი სა­კუ­თარ წე­სებს ად­გე­ნენ და აკ­რძა­ლულ სა­ქო­ნელს ყიდიან.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *