Latest news
გულიც რომ ეთხოვათ მივცემდი - აცხადებს დედა, რომელმაც შვილს ღვიძლი გადაუნერგა ბავშვებს სხეულზე აღმოაჩნდათ სიგარეტისგან მიყენებული დამწვრობები და მარკერით ნაჯღაბნები კრეტა: ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრიტანელი ტურისტი კუნძულზე ჩაფრენისთანავე დაესხა თავს მეუღლეს 17 წლის ბიჭმა 50 წლის კაცი უმოწყალოდ სცემა - დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს ხვალიდან ატმოსფეროში აფრიკული მტვერი ბრუნდება 20 მაისს პროკურორის წინაშე წარსდგება 32 წლის ქალი, რომელიც შვილების სხეულებზე აღმოჩენილი სიგარეტის დ... კვირა ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატებით დაიწყო ლარისა: საავადმყოფოში შესამოწმებლად მისულ 5 და 6 წლის ბავშვებს სხეულის არეში დამწვრობები აღმოაჩნდათ ... კაცი მიტოვებულ სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს - გამოძიება ვარაუდობს რომ ცხედარი სარდაფში 6 დღის განმავ... ავტომანქანა 40 წლის კურიერს შეეჯახა და ადგილიდან მიიმალა
ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საბერძნეთი

გამორჩეული ლოკაციები საბერძნეთში, რომელთა მონახულებაც შემოდგომაზე ღირს

შემოდგომაზე საბერძნეთში დასვენების და მოგზაურობის დაგეგმვა საუკეთესო გადაწყვეტილებაა უბრალოდ იმიტომ, რომ ბუნება წელიწადის ამ დროს თითქმის ჯადოსნურია.

მათთვის, ვინც ეძებს ფერად ადგილებს გამორჩეული სილამაზით, ნარინჯისფერ თუ წითელ ფერებში, ან მათთვის, ვისაც სურს ბუნების სურნელით ტკბობა პირველი წვიმის შემდეგ, ეს მოგზაურობა აბსოლუტური აუცილებლობაა!

ელატი

თვალწარმტაცი სოფელი ელატი, ეპიროსში, იოანინადან ოცდაათი კილომეტრის დაშორებით, შთამბეჭდავად გაშენებული მიციკელის მთის მწვანე ფერდობებზე, გადაჰყურებს ტიმფის მთებსა და ტყეებს 950 მეტრის სიმაღლიდან.

მის მდიდარ მცენარეულობას იდეალურად ერწყმის ულამაზესი ქვის სახლები, რიყის ქვის ბილიკები, მორთული ქვის თაღოვანი ხიდები, წყლის წისქვილები და ეკლესიები.

ელატსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუნებრივი ატრაქციონების გარდა, შესაძლებლობა გექნებათ დატკბეთ საინტერესო გარე აქტივობებით. ეს მთიანი მხარე, კანიონებითა და მდინარეებით, იდეალურია ლაშქრობისთვის, მთის ველოსიპედისთვის, კანოესთვის ან კაიაკისთვის, ჯომარდობისთვის და სპორტის სხვა სახეობებისთვის.

კასტორია

ულამაზესი კასტორია, რომელიც ამაყად დგას ორესტიადას დიდებული ტბის სანაპიროზე დასავლეთ მაკედონიაში და შთამბეჭდავი მთებით არის  გარშემორტყმული, ერთი შეხედვით ხიბლავს ყველა მნახველს, რომლის თვალწარმტაცი ხედებიც ტბის კრისტალურად სუფთა წყლებში აისახება. ამ მხარეში სამოცდაათზე მეტი ბიზანტიური და პოსტბიზანტიური ეკლესიაა და ყველა მათგანი არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს.

აქვე შეგიძლიათ ნახოთ მე-19 საუკუნის ბრწყინვალე სასახლეები, რომლებსაც ოდესღაც ბეწვის მდიდარი ვაჭრები ფლობდნენ დოლცოსა და აპოზარის ტრადიციულ უბნებში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ეწვიოთ კასტორიის ღირსშესანიშნაობას, „დრაკონის მღვიმეს“, სანახაობრივ გამოქვაბულს შვიდი მიწისქვეშა ტბით, ქალაქის ჩრდილოეთ მხარეს.

მონემვასია

მონემვასია შესანიშნავი ადგილია საბერძნეთში შემოდგომის დასვენებისთვის.

პელოპონესის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მდებარე  მონემვასია შუა საუკუნეების შთამბეჭდავი სოფელია ქვის ნაგებობებით, რომელიც თავდაპირველად ბიზანტიელებმა დააარსეს მეექვსე საუკუნეში. მოგვიანებით ის დაიკავეს ჯვაროსნებმა, ასევე ვენეციელებმა და თურქებმა.

ციხე-ქალაქი დაყოფილია ორ ნაწილად, რომლის ზემო ნაწილში შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ ძველი ბიზანტიური შენობების ნაშთები.

ქალაქის ქვედა ნაწილში მნახველებს შეუძლიათ დაათვალიერონ ისეთი თვალწარმტაცი ისტორიული შენობების ნანგრევები, როგორიცაა მუსლიმური მეჩეთი, მე-16 საუკუნის ნაგებობა და ბიზანტიური ეკლესიების მასივი.

ქსანთი

ბუნების მოყვარულებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა თრაკიის ქალაქ ქსანთის ხელუხლებელი სამოთხე.

ისარგებლეთ შემთხვევით და დაათვალიერეთ მდინარე ნესტოსი, მისი დელტა, დრიმოსის ტყე, ვისტონიდას ტბა და სოფელი ერიმანთოსი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

ქსანთის ჩრდილოეთით გავლენიანი ძველი ბერძენი ფილოსოფოსის დემოკრიტეს დაბადების ადგილია, აქვე ნახავთ პომაკოხორიას, დიდი არქიტექტურული და კულტურული მნიშვნელობის მქონე, დაახლოებით ორმოცი პატარა მთის სოფლის ჯგუფს.

პელიონი

თესალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვოლოსის მახლობლად მდებარე მთა პელიონი არის არაჩვეულებრივი ბუნებრივი სილამაზის დიდი მთა, რომელიც მოფენილია ოცზე მეტი ტრადიციული ბერძნული სოფლით და გამოირჩევა ბრწყინვალე პლაჟების სიმრავლით.

მაკრინიცა, მილიები, პორტარია და ცაგარადა, ნაცრისფერი ქვის სახურავებით, უნიკალური არქიტექტურითა და მოკირწყლული ბილიკებით არის ის სოფლები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ ამ მხარეში ყოფნისას.

ყველაზე პოპულარული პლაჟები პელიონის ირგვლივ მომხიბლავ სანაპიროზე არის Agios Ioannis, Horefto, Damouchari, Fakistra და Mylopotamos.

ლეგენდარული “Mountzouris” ვიწროლიანდაგიანი მატარებელი, რომელიც აკავშირებს მილისს ანო ლექონიასთან, წარმოადგენს ტერიტორიის საუკეთესო ღირსშესანიშნაობას და ასევე არატრადიციულ გზას მთის და მის ფერდობებზე არსებული ზოგიერთი ტრადიციული სოფლის შესასწავლად.

ლივადია

ლივადია, ვიოტიის რეგიონის დედაქალაქი ცენტრალურ საბერძნეთში, მდებარეობს ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 135 კილომეტრში, თავისი ოცდაერთი ათასი მოსახლით იგი განვითარდა და გაიზარდა ჰელიკონის მთის ძირში.

ქალაქი ლივადია მოხსენიებულია, როგორც “მიდეია” ჰომეროსის, ეპიკური პოეტისა და ილიადასა და ოდისეის ავტორის ნაწარმოებებში.

იგი ცნობილია მთელ საბერძნეთში ორაკულ ტროფონიუსის მასპინძლობით და ტროას ომში მონაწილეობით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *