Latest news
9 მარტს დაკითხავენ ყოფილ მეან-გინეკოლოგს, რომლის სახლიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეომასალ... 7 მარტს საბერძნეთში კიდევ 538 ბერძენი დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მარიას და მართას ისტორია: ქალები, რომლებიც ბერძნულ პორტებში გაბატონებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ ნახევარმარათონის უჩვეულო და გამორჩეული მონაწილეები მარინაკუ ნახევარმარათონის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა საგზაო პოლიციამ ალკოტესტი მძღოლის ნაცვლად მგზავრს ჩაუტარა პტოლემაიდა: 49 წლის კაცს ძმამ დანით ჭრილობები მიაყენა 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება პენსიონერი ექიმის სახლიდან ბავშვთა პორნოგრაფიის ჩანაწერები ამოიღეს სალონიკი: ChatGPT-ის ლოგოთი დამზადებული სააღდგომო სანთლის შესაძენად რიგებია
ორშაბათი, მარტი 9, 2026
საბერძნეთი

“კივოდიოში” ბავშვებზე ძალადობაში ბრალდებული მამა ანტონიოს სასამართლო პროცესი გადაიდო

მამა ანტონიოსა და მისი შვიდი ყოფილი კოლეგის სასამართლო პროცესი არასამთავრობო ორგანიზაცია “კივოტო ტუ კოზმოს” ახალგაზრდა ბენეფიციარების საჩივრებთან დაკავშირებით ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, 2023 წლის 11 დეკემბრამდე გადაიდო.

სასამართლომ გადაწყვეტილება გადადების შესახებ ბრალდებულთა ორი ადვოკატის მიმართ დადასტურებული ხელის შეშლის გამო მიიღო, ეს არის ერთ-ერთი სასამართლო ფრონტი, რომელიც მღვდელს აქვს “გახსნილი”, რადგან მიმდინარეობს  გამოძიება არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსებთან დაკავშირებითაც.

საქმე მის წინააღმდეგ “კივოდიო ტუ კოზმოს” სტრუქტურებში 15 და 19 წლის ორი ახალგაზრდის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებებთან დაკავშირებით არის აღძრული.

სულ რვა ბრალდებული დაჯდება სასამართლო სხდომაზე  დანაშაულისთვის, რომელიც ძირითადად მოიცავს მოზარდებზე ერთჯერადი თუ სერიული ხასიათის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის ეპიზოდებს.

მამა ანტონიოს მიმართ  წაყენებულ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ როგორც „კივოდიო ტუ კოზმოს” სტრუქტურების ოპერირებაზე პასუხისმგებელმა პირმა, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა არასრულწლოვან ბავშვებს, რომლებიც მის მფარველობაში იმყოფებოდნენ ან შრომითი ურთიერთობა ჰქონდათ მასთან. ასევე, მას ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი პირების მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულზე.

შოკსა და ზიზღს იწვევს  საბრალდებო დასკვნაში აღწერილი, ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. განსაკუთრებით მძიმეა  ვოლოსში დიმინიოში მდებარე სტრუქტურის პატარა სახლში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ჩაკეტილი არასრულწლოვანის შემთხვევა, რომელიც მუდმივად იყო მარტო და მასთან მხოლოდ საჭმელი მიჰქონდათ, ხოლო წყლის დალევას ამ სახლის საპირფარეშოდან აიძულებდნენ.

სხვა შემთხვევაში, ისევ ვოლოსის სტრუქტურაში, მამა ანტონიოსმა საბრალდებო დასკვნის თანახმად, სავარაუდოდ, მაშინ 17 წლის ბიჭს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აიძულებდა დღეში რვა საათის განმავლობაში ხელით მძიმე სამუშაოს შესრულებას, თვეში მხოლოდ 50 ევროს ოდენობის ანაზღაურებით.

საბრალდებო დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ისევ ვოლოსის სტრუქტურაში, 2022 წლის მარტში, მამა ანტონიომ დაარწმუნა თავისი ორი თანაბრალდებული, თავს დასხმოდნენ და ფიზიკურად გასწორებოდნენ განცალკევებით ჩაკეტილ არასრულწლოვანს, რის შედეგადაც მას განუვითარდა შეშუპება სახეზე, სისხლდენა ტუჩებიდან, სისხლჩაქცევები თავის არეში, სისხლჩაქცევები და სიწითლე მარცხენა მკლავზე, მკერდზე და ზურგზე.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *