Latest news
9 მარტს დაკითხავენ ყოფილ მეან-გინეკოლოგს, რომლის სახლიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეომასალ... 7 მარტს საბერძნეთში კიდევ 538 ბერძენი დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მარიას და მართას ისტორია: ქალები, რომლებიც ბერძნულ პორტებში გაბატონებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ ნახევარმარათონის უჩვეულო და გამორჩეული მონაწილეები მარინაკუ ნახევარმარათონის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა საგზაო პოლიციამ ალკოტესტი მძღოლის ნაცვლად მგზავრს ჩაუტარა პტოლემაიდა: 49 წლის კაცს ძმამ დანით ჭრილობები მიაყენა 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება პენსიონერი ექიმის სახლიდან ბავშვთა პორნოგრაფიის ჩანაწერები ამოიღეს სალონიკი: ChatGPT-ის ლოგოთი დამზადებული სააღდგომო სანთლის შესაძენად რიგებია
ორშაბათი, მარტი 9, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კუნძულ კითირაზე გარდაცვლილი ქალის დანახშირებული ცხედარი იპოვეს

კუნძულ კითირაზე გარდაცვლილი ქალის დანახშირებული ცხედარი იპოვეს

საიდუმლოებით მოცულია ქალის საქმე, რომლის ცხედარიც კითირაზე დანახშირებული იპოვეს.

ცხედარი დილის 08:50 საათზე გამვლელმა აღმოაჩინა. ცხედრის გვერდით აალებადი ნივთიერება და სანთებელა ეგდო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცხედარი 60 წლის ქალბატონს ეკუთვნის, რომელიც მისმა მეუღლემ ამოიცნო. გარდაცვლილი ქალბატონი კუნძულ კითირაზე სუვენირების მაღაზიას ფლობდა.

სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას და განიხილავენ ყველა არსებულ მკვლელობის ვარიანტს. ოჯახის წევრებს უჭირთ დაასახელონ ვინმე, ვისაც 60 წლის ქალბატონის მოკვლის სურვილი ექნებოდა.

Kythiraika.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი ქალი შიშველ და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იპოვეს.

გამოძიება ელოდება ექსპერტიზის პასუხს, რათა ნათელი მოეფინოს 60 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *