Latest news
9 მარტს დაკითხავენ ყოფილ მეან-გინეკოლოგს, რომლის სახლიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეომასალ... 7 მარტს საბერძნეთში კიდევ 538 ბერძენი დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მარიას და მართას ისტორია: ქალები, რომლებიც ბერძნულ პორტებში გაბატონებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ ნახევარმარათონის უჩვეულო და გამორჩეული მონაწილეები მარინაკუ ნახევარმარათონის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა საგზაო პოლიციამ ალკოტესტი მძღოლის ნაცვლად მგზავრს ჩაუტარა პტოლემაიდა: 49 წლის კაცს ძმამ დანით ჭრილობები მიაყენა 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება პენსიონერი ექიმის სახლიდან ბავშვთა პორნოგრაფიის ჩანაწერები ამოიღეს სალონიკი: ChatGPT-ის ლოგოთი დამზადებული სააღდგომო სანთლის შესაძენად რიგებია
ორშაბათი, მარტი 9, 2026
საბერძნეთი

მოქალაქის პირადი ნომერი-ერთი ნომერი ΑΦΜ-ის AMKA-ს, პირადობის მოწმობისა და პასპორტისთვის

საბერძნეთში ახალი ტიპის პირადობის მოწმობების შემოღებასთან დაკავშირებული ვნებათაღელვის და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მძაფრი პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება აქტიურად ახორციელებს  მოქალაქეების სახელმწიფოსთან კონტაქტების და სერვისების დიგიტალიზაციის პროცესს უახლესი ინიციატივებით, რაც ხელს შეუწყობს რთული ბიუროკრატიული პროცესების გამარტივებას.

ამგვარად, გარდა ახალი ტიპის საიდენტიფიკაციო დოკუმენტისა, რომელიც თანდათან ჩაანაცვლებს ძველს, საბერძნეთის მოქალაქეებს მალე მიენიჭებათ უნიკალური პირადი ნომერი, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ სხვადასხვა ნომერს, რომელიც აქამდე არსებობდა სამთავრობო დოკუმენტების სერიაში.

აღნიშნული სიახლე მორგებულია როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე სახელმწიფოს კომფორტზე, რათა ნომრები იყოს თავსებადი ადმინისტრაციისთვის და ასევე მოქალაქეებს არ მოუწიოთ მრავალი განსხვავებული ნომრის დამახსოვრება.

ციფრული მმართველობის სამინისტროს გეგმის მიხედვით, პერსონალური ნომრის მოპოვების აღნიშნული პლატფორმა ნოემბრის შემდეგ ამოქმედდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის უკვე დაკანონებულია 2020 წლიდან.

სამინისტროში განხორციელებული დაგეგმვის მიხედვით, ახალ პერსონალურ ნომერში გაერთიანდება  ΑΦΜ-ის ნომერი, AMKA, პირადობის მოწმობის ნომერი, პასპორტის ნომერი და შესაძლოა მართვის მოწმობის ნომერიც, ესეიგი ერთი ნომერი ყველა დოკუმენტისთვის.

აშკარაა, რომ ვისაც აქვს მოქმედი სამთავრობო დოკუმენტები წინა ნომრებით და მათაც, ვინც სექტემბრის ბოლოდან აიღებს ახალი ტიპის პირადობის მოწმობას, მოუწევს შეწუხება დოკუმენტების ნომრის შეცვლაზეც.

ციფრული მმართველობის სამინისტროს მიერ დადგენილი კანონის საფუძველზე, უნიკალური ნომერი შედგება ყველა საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომრისა და დამატებით სამი ციფრისა და ასოსგან, რომელიც ჯერ კიდევ გასარკვევია, ალგორითმულად განისაზღვრება თუ მოქალაქის პირადი არჩევანით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *