Latest news
ინსომნია და მასთან დაკავშირებული პრობლემები 2026 წელს შობადობის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ალონისოსის ეროვნულ საზღვაო პარკში ვულა: 24 წლის მძღოლი მანქანას 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართავდა როცა ტაქსს შეეჯახა პირღოს: ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა მეტროს მე-2 ხაზის რამდენიმე სადგური 15 მარტიდან 21:40 საათზე დაიკეტება სალონიკში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს პირღოს: 18 წლის ბიჭი აივნიდან გადმოვარდა 13 მარტი ძილის საერთაშორისო დღეა როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით წინ სალონიკი: 20 წლის ბიჭს ზურგში დანით ჭრილობები მიაყენეს
შაბათი, მარტი 14, 2026
საბერძნეთი

ორშაბათს ხანძრის ძალიან მაღალი რისკი ქვეყნის სამ რეგიონში-სახანძრო სამსახური მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

სახანძრო სამსახურის უახლესი მონაცემებით ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში საბერძნეთის ტყიან მასივებში ხანძრის სულ 50 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან უმეტესობა საწყის ეტაპზე, დაუყოვნებლივ იქნა ლიკვიდირებული.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ადგილობრივი საგამოძიებო უწყებები, ასევე ხანძრის დანაშაულთან ბრძოლის დირექტორატის (D.A.E.E.) სამმართველოები იძიებენ.

ამავდროულად, ხანძრის ძალიან მაღალ რისკს (რისკის კატეგორია 4) პროგნოზირებენ ხვალ, ორშაბათს, 10 ივლისს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ეგეოსის რეგიონებში, ასევე კრიტზე.

კერძოდ, ხვალ ხანძრის ძალიან მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან შემდეგი ტერიტორიები:

– სამხრეთ ეგეოსის რეგიონი (როდოსის, კალიმნოს, კარპათოს რეგიონები.)

– ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონი (ხიოს, სამოსის, იკარიას რეგიონები.)

კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალურმა სამდივნომ აცნობა კომპეტენტურ სამთავრობო უწყებებს, ასევე ზემოაღნიშნული ტერიტორიების რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს, უზრუნველყონ სამოქალაქო დაცვის სრული მზადყოფნა, რათა დაუყოვნებლივ გაუმკლავდნენ ხანძრის ნებისმიერ შემთხვევას.

ამავდროულად, სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნო მოქალაქეებს ურჩევს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მოერიდონ ღია ცის ქვეშ ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი გაუფრთხილებლობით, როგორიცაა მშრალი ბალახისა და ტოტების დაწვა ან ნარჩენების დასუფთავება ნაპერწკლების გამომწვევი წრიული ხერხების გამოყენებით. ასევე თავი შეიკავონ შედუღების მოწყობილობების და გარე გრილების გამოყენებისგან. არ გადააგდონ ანთებული სიგარეტი და ა.შ.

ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მოქალაქეებს სთხოვენ დაუყოვნებლივ აცნობონ სახანძრო სამსახურს ნომერზე: 199

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *