Latest news
ინსომნია და მასთან დაკავშირებული პრობლემები 2026 წელს შობადობის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ალონისოსის ეროვნულ საზღვაო პარკში ვულა: 24 წლის მძღოლი მანქანას 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართავდა როცა ტაქსს შეეჯახა პირღოს: ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა მეტროს მე-2 ხაზის რამდენიმე სადგური 15 მარტიდან 21:40 საათზე დაიკეტება სალონიკში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს პირღოს: 18 წლის ბიჭი აივნიდან გადმოვარდა 13 მარტი ძილის საერთაშორისო დღეა როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით წინ სალონიკი: 20 წლის ბიჭს ზურგში დანით ჭრილობები მიაყენეს
შაბათი, მარტი 14, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში

რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში

1 ოქტომბერს დაგეგმილი 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მოსახლეობა კლავთმონოსის მოედანზე დილის 11:00 საათიდან შეიკრიბება. 

დასაქმებულები შრომით სამართალში შესულ ცვლილებებს აპროტესტებენ და ითხოვენ სამუშაო საათების შემცირებას, ხელფასების მომატებას, მომატებული ფასების რეგულირებას და  უძრავი ქონების ინფლაციის პრობლემის აღმოფხვრას. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომელთა პროფკავშირების გადაწყვეტილებით 1 ოქტომბერს ავტობუსები და ტროლეიბუსები დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე იმოძრავებენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები უსაფრთხო, თანამედროვე და საიმედო ტრანსპორტის შემოყვანისთვის იბრძვიან და ითხოვენ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობას და კოლექტიური სამართლის გავლენის აღდგენას პერსონალურ მოლაპარაკებებზე. 

მეტროს მე-2 და მე-3 და 1-ლი ხაზები დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე იმოძრავებენ. 

გაფიცვას უერთდებიან როგორც ტაქსის მძღოლები, ასევე საავადმყოფოების პერსონალი.

გაფიცვაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ საჰაერო დისპეჩერებსაც, თუმცა ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანმა სასამართლომ საბერძნეთის საჰაერო დისპეჩერთა ასოციაციის მონაწილეობა 24 საათიან საყოველთაო გაფიცვაში უკანონოდ სცნო.

გამომდინარე აქედან 1 ოქტომბერს ჩანიშნული ფრენები ჩვეულ რეჟიმში გაიმართდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *