Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსწავლეებზე სასკოლო ექსკურსიების დროს

საბერძნეთი: ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსწავლეებზე სასკოლო ექსკურსიების დროს

საბერძნეთის განათლების სამინისტრომ სასკოლო ექსკურსიების ორგანიზებისა და ჩატარების წესებთან დაკავშირებით განმარტება გამოსცა. უწყების განცხადებით, ახალი რეგულაციების მიზანი მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოების დაცვა და პროცედურების გამჭვირვალობის გაზრდაა.

სამინისტროს წარმომადგენლის, ანდრეას ნიიანისის თქმით, ახალი წესები ექსკურსიების ორგანიზებას უფრო მოწესრიგებულს გახდის, თუმცა მათი პრაქტიკაში განხორციელების შემდეგ ხარვეზების არსებობის შემთხვევაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობებიც არსებობს.

მასწავლებელთა პროფკავშირები მიიჩნევენ, რომ ბიუროკრატიული ტვირთი დიდია. მათი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ მასწავლებლებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ მოსწავლეების მეთვალყურეობაზე, არამედ ექსკურსიის ადგილის უსაფრთხოებისა და ავტობუსის მდგომარეობის კონტროლზეც.

პედაგოგები ითხოვენ სერტიფიცირებული გადამზიდავების რეესტრის შექმნას და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას. მათი შეფასებით, არსებული მოთხოვნები განსაკუთრებით ართულებს ექსკურსიების დაგეგმვას საბავშვო ბაღებსა და დაწყებით სკოლებში.

განათლების სფეროს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოება უმთავრესია, თუმცა მიიჩნევენ, რომ ექსკურსიების ორგანიზებისას პასუხისმგებლობა და ვალდებულებები უფრო მკაფიოდ უნდა განაწილდეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *