Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტიროდა, რადგან უთხრეს თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო – რას ამბობს 13 წლის კენიელი მოსწავლის დედა

ტიროდა, რადგან უთხრეს თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო – რას ამბობს 13 წლის კენიელი მოსწავლის დედა

ირაკლიოს მეექვსე გიმნაზიაში 13 წლის კენიელი მოსწავლის მიმართ მასწავლებლის მხრიდან რასისტული მოპყრობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. მოსწავლის დედის განცხადებით, მასწავლებელმა მის შვილს უთხრა, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებულიყო. მომხდარმა კი მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მძიმედ იმოქმედა.

როგორც გოგონას დედამ ტელეკომპანია Alpha-ს გადაცემაში „Super Κατερίνα“ განაცხადა, შემთხვევა საკლასო ოთახში იატაკზე დაყრილი ჩიფსების გამო მოხდა, რომლებიც მის შვილს არ დაუყრია. მიუხედავად ამისა, მასწავლებელმა გოგონას მათი აკრეფა სთხოვა, რასაც მოსწავლე დაემორჩილა.

დედის მონათხრობით, მოგვიანებით, როდესაც გოგონა საპირფარეშოში გასვლას აპირებდა, მასწავლებელმა გზა გადაუღობა და უთხრა, რომ კლასში დაბრუნება აღარ შეეძლო, რადგან დიდი პრობლემა შექმნა. ამავე დროს, მასწავლებელმა უთხრა: „საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდი“.

„ბავშვი ტიროდა. დამირეკა და ატირებული მეუბნებოდა, რომ მასწავლებელი უხეშად მოექცა, უთხრა, რომ ბერძენი არ იყო და საკუთარ ქვეყანაში უნდა დაბრუნებულიყო“, – განაცხადა დედამ.

მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ გოგონა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დედა ასევე ამტკიცებს, რომ მასწავლებელმა შვილის რვეულში ჩაწერა, თითქოს მოსწავლე გაკვეთილებს არ ასრულებდა და არ მეცადინეობდა, რასაც ის სიცრუეს უწოდებს.

„ჩემმა შვილზე ზეწოლა განახორციელეს. რასისტული კომენტარები მისი მიმართულებით მის ოცნებებს ანგრევს“, – აღნიშნა გოგონას დედამ.

შემთხვევას სკოლის საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. 8 ოქტომბერს, ხუთშაბათს, ირაკლიოს მეექვსე გიმნაზიის მოსწავლეებმა სკოლის შენობა დაიკავეს და პასუხისმგებელი უწყებების ჩარევა მოითხოვეს.

ბერძნული გამოცემა Proto Thema-ს ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მასწავლებელი მეტამორფოსის ერთ-ერთ ლიცეუმში გადაიყვანონ. პარალელურად, დაწყებულია ადმინისტრაციული გამოძიება (ΕΔΕ), რომლის მიზანია, დადგინდეს, რა მოხდა სინამდვილეში და რამდენად საფუძვლიანია წაყენებული ბრალდებები.

ამ ეტაპზე საუბარია მოსწავლის დედის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე, რომელთა გარემოებებიც ოფიციალურმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *