Latest news
მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა 23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთი

უამინდობა დანიელი: ჩვენებები კარდიცადან – “სოფელი აღარ არის, მხოლოდ ზღვაა”

უკიდურესად კრიტიკულ საათებს გადიან მთლიანად წყალში ჩაძირული კარდიცას სოფლების მაცხოვრებლები. განსაკუთრებით პალამას კარდიცაში, სადაც 5000 მოსახლეა, მოქალაქეები სახლების სახურავებზე რჩებიან გამომწყვდეულები, რადგან წყალი ზოგიერთ ადგილას 3 მეტრს აჭარბებს და მისი დონე თანდათან მატულობს.

მოსახლეობა უიმედოდ ითხოვს დახმარებას როგორც ადგილზე, ისე ჰაერიდან. უახლესი ინფორმაციის თანახმად, ნავები და ვერტმფრენები უკვე გაიგზავნა მათი ევაკუაციისთვის.

ქუჩებში წყლის დონე 3 მეტრს აღწევს, ხოლო როგორც ადგილობრივები სატელეფონო საუბრისას აღწერენ, მომწყვდეულები არიან სახლებში, სადაც წყლის დონე შიგნით ერთ მეტრს აჭარბებს და როგორც ამბობენ, მალე მობილური ტელეფონებითაც შეუძლებელი იქნება მათთან დაკავშირება.

იმავე მძიმე მდგომარეობაში არიან პალამასის მაცხოვრებლები,  წვიმის შედეგად შექმნილი მდგომარეობა ფაქტიურად შემზარავია: „გაქრა აივნები და სახურავები, წყალმა სახურავებამდე მიაღწია, სოფელი არ არის, მხოლოდ ზღვაა“. უფრო მეტად შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ წყლის დონე მუდმივად მატულობს, რის შედეგადაც არავინ გრძნობს თავს სრულიად უსაფრთხოდ.

სიტუაციის კრიტიკულობის მიუხედავად, დღეს 12 საათამდე მოსახლეობას დახმარება არ მიუღია. შემაშფოთებელია მოხუცების ბედი, რომლებიც სოფლებში მარტო ცხოვრობენ და მათი დახმარება არავის შეუძლია.

ანალოგიურად, კრიტიკული მდგომარეობაა სოფლებში ვლოხოსსა და მეტამორფოსში.

მერმა, გიორგი საკელარიუმ მედიასთან საუბრისას აღწერა პალამაში გაბატონებული კოშმარული სცენა: „სიტუაცია ტრაგიკულია. დატბორილია მთელი სოფელი და წყალმა 1,5 მეტრს მიაღწია.” როგორც ის აცხადებს, ამ დრომდე სოფელში დახმარება არ მისულა: „ჩვენ უმწეოები ვართ, მარტონი, ასობით ადამიანი საკუთარ სახლებშია ჩაკეტილი”.

კრიტიკული სიტუაციიდან გამომდინარე მან მიმართა EMAK-ს სასწრაფოდ დახმარებისთვის. „ახლა მოდიან, მაგრამ არ ვიცი, როგორ შეძლებენ სოფელში შემოსვლას“-ამბობს ის

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *