Latest news
საბერძნეთი: ელ.სკუტერებით არასრულწლოვნების გადაადგილება კანონით იკრძალება ილია: ნეპალელი მიწათმოქმედი ლეპტოსპიროზით გარდაიცვალა რით ამაყობენ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მოქალაქეები დედის დღე საბერძნეთში კრუიზი MV Hondius: არსებობს თუ არა ჰანტავირუსის პანდემიად გადაქცევის საფრთხე საბერძნეთი: კვირიდან ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს კეფალონია: დააკავეს მძღოლი, რომელიც 4 წლის ბავშვს დაეჯახა Ryanair-ი განცხადებას მაკედონიის აეროპორტში ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით 8 მაისს გააკეთებს მტვერი, ტალახიანი წვიმა და მაღალი ტემპერატურა - ამინდის პროგნოზი საბერძნეთში მომავლის მაღალანაზღაურებადი პროფესიები
პარასკევი, მაისი 8, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ჯოჯოხეთური ღამე გადაიტანა ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკას მოსახლეობამ – 670 მეხანძრე თავდაუზოგავად იბრძვის ხანძრის დასამორჩილებლად

ჯოჯოხეთური ღამე გადაიტანა ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკას მოსახლეობამ – 670 მეხანძრე თავდაუზოგავად იბრძვის ხანძრის დასამორჩილებლად

ჯოჯოხეთის გავლა უწევთ უკვე მეორე დღეა ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკას მოსახლეობას და მეხანძრეებს, რომლებიც ხანძრის ჩასაქრობად ძალ-ღონეს არ იშურებენ, თუმცა ძლიერი ქარების, სიმშრალისა და მაღალი ტემპერატურის გამო ხანძარი ელვის სისწრაფით ედება დიდ ტერიტორიას.

კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა განაცხადა, რომ ვიმყოფებით განსაკუთრებით საშიშ მდგომარეობაში, რადგან მეხანძრეებს კლიმატური მდგომარეობა საერთოდ არ უწყობს ხელს ხანძრის დასამორჩილებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის ჩასაქრობად 670 მეხანძრე, 183 სახანძრო მანქანით, 27 ფეხმავალთა ჯგუფი და 32 საჰაერო ძალების წარმომადგენელი (17 წყალმფრქვევი და 15 ვერტმფრენი) მუშაობენ 7 ბოფორის სიმძლავრის ქარები ცეცხლის კერების არამხოლოდ გავრცელებაში, არამედ ჩამქვრალი კერების თავიდან გაღვივებაშიც უწყობენ ხელს.

ხანძარი უკონტროლოდ ვრცელდება და მუდმივად იცვლის მიმართულებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *