Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

28 თებერვალს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 24 საათით გაიფიცება – მხოლოდ მეტრო, ილექტრიკო და ტრამვაი იმუშავებენ რამდენიმე საათით

28 თებერვალს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 24 საათით გაიფიცება – მხოლოდ მეტრო, ილექტრიკო და ტრამვაი იმუშავებენ რამდენიმე საათით

პარასკევს, 28 თებერვალს დაგეგმილ 24 საათიან გაფიცვას შეუერთდება საბერძნეთის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, რათა წვლილი შეიტანონ ტემბში დაღუპული ადამიანებისთვის სამართლის აღსრულების მოთხოვნაში.

რამდენიმე საათით იმუშავებს მხოლოდ მეტრო, ილექტრიკო და ტრამვაი. აღნიშული საზოგადოებრივი ტრანსპორტი დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე მოემსახურება საბერძნეთის მოსახლეობას, რათა ხელი შეუწყოს მათ საპროტესტო აქციებამდე მისვლასა და სახლებში დაბრუნებაში.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს გაიფიცება სრულიად საბერძნეთი ტემბში 2 წლის წინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გაფიცვის თარიღი საბერძნეთის კერძო მუშაკთა გენერალური კავშირისა და საჯარო მოხელეთა გაერთიანების საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა.

გაფიცვის მთავარი მოთხოვნებია:

  • საბოლოოდ ამოქმედდეს კანონის უზენაესობა
  • აღმოიფხვრას დამნაშავეებზე ხელის დაფარების ყველანაირი მცდელობა
  • დაისაჯოს ტრაგედიაზე პასუხისმგებელი ყველა პირი, განურჩევლად მათი თანამდებობისა

გაფიცვას შეუერთდება საბერძნეთის საზღვაო ფედერაცია, შესაბამისად პარასკევს გემები არ შეასრულებენ დაგეგმილ მარშრუტებს, ტაქსის მძღოლები შეწყვეტენ მუშაობას დილის 10:00 საათიდან შუადღის 13:00 საათამდე. გაფიცვას ასევე შეუერთდება საბერძნეთის საავიაციო სამსახური და შესრულდება მხოლოდ კონკრეტული ფრენები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებს სასწრაფო დახმარების თანამშრომლების კავშირიც.

დაიკეტება თეატრები და ღამის კლუბებიც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *