Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

30 წლის კაცი, რომელმაც ქალს შვილის წინ მუშტი ჩაარტყა, მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

30 წლის კაცი, რომელმაც ქალს შვილის წინ მუშტი ჩაარტყა, მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

30 კაცი, რომელიც ილიონში ქალზე ფიზიკური ძალადობის პროცესში დაცვის კამერებმა დააფიქსირეს, დაჟინებით ირწმუნება, რომ ქალისთვის ხელი არ დაუკარებია და ამას არასდროს იზამდა, რადგან როგორც აცხადებს “ქალები უყვარს”.

დაკავებულმა ქალს საკუთარი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სახეში მუშტი ჩაარტყა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

ტელემაუწყებელ Live News-სთან საუბრისას დაკავებულმა განაცხადა, რომ ქალს სთხოვა მანქანა გაეწია რომ გაევლო, მაგრამ ქალმა მანქანის გაწევის ნაცვლად შეაგინა. შემდეგ ამოიღო ტელეფონი და მისთვის ვიდეოს გადაღება სცადა. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი რომ ქალის მიმართულებით წასულიყო და მისთვის ტელეფონი წაერთმია. 

დაკავებულმა იქვე დასძინა, რომ ქალისთვის ხელი რომ დაერტყა ძალიან დიდ ტრავმას მიაყენებდა, რადგან საბრძოლო ხელოვნებას ეუფლება და ძალიან ძლიერია. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *