Latest news
საბერძნეთი: 114 არალეგალმა ემიგრანტმა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში ქვეყანა დატოვა საბერძეთის პოლიცია კიდევ ერთი ფინანსური თაღლითობის საქმეს იძიებს პოლიციელებსა და მედიკოსებს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად ამზადებენ ათენის მეტროს გვირაბები 26 წლის შემდეგ პირველად გაიწმინდება  დემოგრაფიული კრიზისი ევროსის რეგიონში სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში
ხუთშაბათი, ნოემბერი 26, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რატომ შეჩერდა გრავას სასწავლო კომპლექსში სასწავლო პროცესი

რატომ შეჩერდა გრავას სასწავლო კომპლექსში სასწავლო პროცესი

ათენის გრავას სასკოლო კომპლექსში გაზის მძაფრი სუნის გამო უსაფრთხოების საკითხი მწვავე პრობლემად იქცა. 9 ოქტომბერს კომპლექსში შემავალი 18 სკოლის მუშაობა შეჩერდა და დაახლოებით 4 000 მოსწავლე სწავლას დისტანციურად, Webex-ის პლატფორმით გააგრძელებს, სანამ აუცილებელი ტექნიკური შემოწმებები არ დასრულდება.

გაზის სუნი სკოლებში 16 და 21 სექტემბერს, ასევე 2 ოქტომბერს დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა რომ თავდაპირველი შემოწმებებით გაზის გამანაწილებელ ქსელში გაჟონვა არ გამოვლენილა, სუნის წარმომავლობა საბოლოოდ დადგენილი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით ღალაცის მერმა სკოლის ერთ-ერთი შენობის ქვეშ მცირე გაჟონვის აღმოჩენაზეც ისაუბრა, თუმცა სრული ტექნიკური დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ათენის მუნიციპალიტეტმა გაზის მიწოდება პრევენციულად შეწყვიტა და დამატებითი შემოწმებები მოითხოვა. მშობლები, მოსწავლეები და მასწავლებლები ითხოვენ ყველა შიდა დანადგარის სრულ შემოწმებას, სახანძრო სამსახურის დასკვნის გასაჯაროებასა და უსაფრთხოების წერილობით დადასტურებას. სკოლებში სწავლის განახლება შემოწმებების დასრულებასა და შენობების უსაფრთხოების დადასტურებაზეა დამოკიდებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *