Latest news
საბერძნეთი: აფთიაქებმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების 30% უკვე მიიღეს პელა: 63 წლის კაცის საწყობში 12 კილოგრამზე მეტი კანაფი აღმოაჩინეს ΕΦΚΑ-სა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სავარაუდო თაღლითობის საქმეზე 11 ბრალდებული წარდგა სასამართლოს წინა... საბერძნეთი: მოსალოდნელია საჰარას მტვერი და ტალახიანი წვიმა ათენის აეროპორტში 3365 ავტომობილზე გათვლილი 7 სართულიანი პარკინგი შენდება საგადასახადო სამსახური ანნა ვისის შეამოწმებს არცერთ მშობელს ჩვენს ადგილზე ყოფნას არ ვუსურვებ - აცხადებენ 20 წლის გოგონას მშობლები სალონიკი: მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა ტავერნაში შევარდა სალონიკი: MDMA-ის ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილი გოგონას საქმეზე 20 წლის ბიჭი დააკავეს დასავლეთ საბერძნეთში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი
კვირა, ოქტომბერი 11, 2026
საბერძნეთიUncategorized

სალონიკი: MDMA-ის ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილი გოგონას საქმეზე 20 წლის ბიჭი დააკავეს

სალონიკი: MDMA-ის ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილი გოგონას საქმეზე 20 წლის ბიჭი დააკავეს

სალონიკში MDMA-ს ზემოზმედების შედეგად გარდაცვლილი გოგონას საქმეზე მისი 20 წლის მეგობარი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სალონიკში ელექტრონული მუსიკის წვეულებაზე ნარკოტიკული ნივთიერება MDMA-ს მიღების შემდეგ გარდაიცვალა.

პროკურორმა დაკავებულს ბრალი წარუდგინა სასიკვდილო შედეგის გამომწვევი საფრთხის შექმნისთვის. მას ასევე ბრალი ედება ნარკოტიკული ნივთიერების შეძენაში, ფლობასა და მოხმარებაში. 

პროკურატურამ ამ დრომდე გამოძიებისთვის დაუდგენელი პირების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო განსაკუთრებით მძიმე გარემოებებში ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვის ბრალდებით. საუბარია ნივთიერებებზე, რომლებმაც შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენოს ზიანი ან გამოიწვიოს სიკვდილი. გამოძიება ცდილობს იმ პირის იდენტიფიცირებას, რომელმაც ახალგაზრდებს აღნიშნული ნივთიერება მიჰყიდა.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა შაბათს, გამთენიისას, ღონისძიებების მსვლელობის სივრცეში მოხდა. 20 წლის გოგონამ გონება დაკარგა და სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ის იმავე დილით, რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.

საქმეზე 20 წლის ბიჭი თერმის დანაშაულთა გამოძიების განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. პოლიცია აგრძელებს გამოძიებას, რათა დაადგინოს გარდაცვალების ზუსტი გარემოებები და გამოავლინოს პირი, რომელმაც ნარკოტიკული ნივთიერება ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე შეიტანა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *