სტოკჰოლმის სინდრომიდან პარიზსა და ფლორენციაში-რვა მიმართულება, რომლებიც დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ დარღვევებთან
ანალოგიურად, მსოფლიოს რვა ქალაქი და რვა სახის ფსიქოლოგიური აშლილობა, რომლებიც ამ ქალაქების სახელს ატარებენ:
ქალაქის სინდრომი, უფრო კონკრეტულად მოიცავს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიმპტომებს, რომლებიც დაკავშირებულია ქალაქში ცხოვრებასთან. ფსიქოლოგიაში ტერმინი „ქალაქის სინდრომი“ გულისხმობს ხანმოკლე ფსიქიკურ პრობლემებს, რომლებიც გამოწვეულია კონკრეტული ურბანული გარემოთი. ზოგიერთი ქალაქი თავის მცხოვრებლებში და სტუმრებში ჰალუცინაციების, ბოდვისა და ფსიქოზის სხვადასხვა სიმპტომებს იწვევს.
იერუსალიმის სინდრომი, რომელიც პირველად დაფიქსირდა 1930-იან წლებში, ყოველწლიურად დაახლოებით 100 ვიზიტორს აწუხებს და მათგან დაახლოებით 40 ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

პარიზის სინდრომი
პირველად დაფიქსირდა 2004 წელს, ეს სინდრომი ძირითადად გავლენას ახდენს იაპონიიდან ჩა1სულ ვიზიტორებზე და ყოველწლიურად საშუალოდ 12 შემთხვევა აღინიშნება.
პარიზის სინდრომი ეს არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც განიცდიან ექსკლუზიურად იაპონელი ტურისტები, რომლებიც ძალიან იმედგაცრუებულები არიან პარიზში სტუმრობისას, როდესაც ეს ევროპული ქალაქი მათ რომანტიკულ მოლოდინებს არ აკმაყოფილებს, რაც გამოწვეულია ქალაქის მიმარათ არარეალური მოლოდინით. სამედიცინო თვალსაზრისით ეს მდგომარეობა განიხილება კულტურული შოკის უკიდურეს შემთხვევად.
ისინი განიცდიან ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა შფოთვა, ჰალუცინაციები – მათ შორის რწმენა იმისა, რომ მათი სასტუმრო ოთახი გაძარცვეს, ან რომ ისინი არიან ლუი XIV, საფრანგეთის “მეფე მზე”- და მსგავს ჰალუცინაციებს.
პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პარიზში იაპონიის საელჩო ინარჩუნებს 24-საათიან ცხელ ხაზს და ეხმარება დაზარალებულ თანამემამულეებს სათანადო მკურნალობაში. პაციენტების უმეტესობა უმჯობესდება რამდენიმე დღის დასვენების შემდეგ. ზოგის მდგომარეობა იმდენად რთულდება, რომ ერთადერთი გამოსავალი იაპონიაში დაუყოვნებელი დაბრუნებაა.

ეს სინდრომი, რომელიც პირველად 1980-იან წლებში დაფიქსირდა და მას შემდეგ 100-ზე მეტჯერ განმეორდა, ძირითადად 20-დან 40 წლამდე ასაკის დასავლეთ ევროპელ ტურისტებს ემართებათ. მას მეორენაირად სტენდალის სინდრომსაც უწოდებენ.
ფლორენციის სინდრომი ფსიქოსომატური დარღვევაა, რომელიც ხასიათდება გახშირებული გულისცემით, შფოთვით, პანიკური შეტევებით, ჰალუცინაციებით და ცნობიერების დარღვევით. მდგომარეობის განმაპირობებელია ხელოვნების ნიმუშები, იშვიათი ექსპონატები, ან ისეთი ადგილები სადაც ბევრი ხელოვნების ნიმუშია. ზოგჯერ აღნიშნულ ტერმინს იყენებენ ისეთი მდგომარეობის აღსაწერად, რომელიც განპირობებულია ბუნებაში ყოფნისას რაღაც ლამაზის შემჩნევით. ხშირია შემთხვევები, როდესაც დაავადებულები საავადმყოფოში პირდაპირ ფლორენციული მუზეუმებიდან გადაჰყავთ.
მსუბუქი სიმპტომებია პალპიტაცია, თავბრუსხვევა, სისუსტე და ჰალუცინაციები, ხოლო დაავადებულთა ორ მესამედს უვითარდება მსუბუქი პარანოიდული ფსიქოზი. დაავადებულთა უმეტესობას შეუძლია სახლში დაბრუნდეს რამდენიმე დღის წოლითი დასვენების შემდეგ.

ვენეციის სინდრომი
წინა მდგომარეობებთან შედარებით ვენეციის სინდრომით დაავადებულებთან პრობლემა გაცილებით სერიოზულ სახეს იღებს. კერძოდ, ვენეციის სინდრომი აღწერს იმ ადამიანების ქცევას, რომლებიც მიემგზავრებიან ვენეციაში იქ თავის მოკვლის გამოკვეთილი განზრახვით. მხოლოდ 1988-1995 წლებში 51 უცხოელ ვიზიტორს დაუდგინდა ეს ფსიქიკური აშლილობა, ხოლო სუბიექტები, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, ძირითადად გერმანიიდან იყვნენ ჩასულები და 16-მა მათგანმა მართლაც დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ბევრი ამტკიცებს, რომ ეს ტენდენცია შეიძლება გამოწვეული იყოს გერმანელი მწერლის, თომას მანის რომანის “სიკვდილი ვენეციაში” კულტურული გავლენით, რომელიც მოგვიანებით ფილმად გადაიღეს. ასევე, ფენომენზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ძირითადად 35 გადარჩენილთან ინტერვიუების საშუალებით, აღმოჩნდა, რომ “რომანტიკოსთა” კოლექტიურ წარმოსახვაში ვენეცია დეკადანსთან და გაღატაკებასთან ასოცირდებოდა.

სტოკჰოლმის სინდრომი
სტოკჰოლმის სინდრომი-ეს არის პარადოქსალური მიჯაჭვულობა ან სიმპათია, რომელიც უჩნდება მძევალს აგრესორის მიმართ.
ამ სინდრომმა სახელი მიიღო 1973 წლის ზაფხულში სტოკჰოლმში მომხდარი ბანკის ძარცვისგან, რომლის დროსაც მძარცველებს 6 დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ აყვანილი ბანკის ოთხი თანამშრომელი. მძარცველების გადაცემაზე მოლაპარაკების შემდეგ, მძევლებმა თქვეს, რომ მათ უფრო მეტად ეშინოდათ პოლიციის, ვიდრე მძარცველების. შეაგროვეს ფული გამტაცებლების დაცვისთვის და უარი თქვეს მათ წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ერთ-ერთი მძევალი მის ერთ-ერთ გა¹მტაცებელზეც კი დაინიშნა.
სტოკჰოლმის სინდრომი არაერთხელ დაფიქსირდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხესა და განსხვავებულ სიტუაციაში. ამ ფენომენის ფსიქოლოგიური განმარტებები ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანია, თუმცა უპირატესობა ენიჭება მის, როგორც თავდაცვის მექანიზმის განხილვას. ანა ფროიდი ამ ფენომენს განიხილავდა, როგორც საკუთარი თავის აგრესორთან იდენტიფიკაციის პროცესს. ეს ირაციონალური გრძნობა შესაძლოა გაუჩნდეთ ადამიანებს, რომლებიც აღმოჩნდნენ სასიკვდილო საფრთხის წინაშე, როდესაც რაციონალური რეაქციები უშედეგო და უიმედოა. არაცნობიერად მსხვერპლს უჩნდება მცირე იმედი, რომ ბოროტმოქმედები არ მიაყენებენ ზიანს თავისსავე მსგავსს. სწორედ ამიტომ ხდება აღქმის ცვლილება-მოძალადე აღიქმება როგორც მომხიბლავი, კარგი ადამიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდებოდა საკუთარი თავის მასთან გაიგივება.

ლიმას სინდრომი
ნაკლებად ცნობილი, ლიმას სინდრომი აღწერს სტოკჰოლმის სინდრომის საპირისპიროს – ანუ გამტაცებლებს უვითარდებათ დადებითი დამოკიდებულება მძევლების მიმარათ. 1996 წლის დეკემბერში პერუს დედაქალაქში გადატრიალების დროს, Tupac Amaru რევოლუციური მოძრაობის წევრებმა იაპონიის საელჩოს 600 სტუმარი მძევლად აიყვანეს. მაგრამ გამტაცებლებმა იმდენად დიდი თანაგრძნობა იგრძნეს სტუმრების მიმართ, რომ მათი უმეტესობა რამდენიმე დღეში გაუშვეს, მათ შორის „მაღალი ღირებულების“ ადამიანები, როგორიცაა პერუს მაშინდელი პრეზიდენტის დედა. ოთხთვიანი გაჭიანურებული მოლაპარაკების შემდეგ მძევლები ერთის გარდა ყველა გაათავისუფლეს.

ამსტერდამის სინდრომი
ამსტერდამის სინდრომი გულისხმობს მამაკაცების ქცევას, რომლებიც აზიარებენ თავიანთ ცოლების შიშველი ფოტოებს ან ინტიმურ კადრებს მათი თანხმობის გარეშე, ძირითადად ონლაინ რეჟიმში. ითვლება, რომ ეს სახელწოდება მომდინარეობს ამსტერდამის ცნობილი წითელი ფანრების ქუჩიდან. არანორმატიული ქცევის ამ ფორმას ეს სახელი დაარქვა იტალიის ლა საპიენცას უნივერსიტეტის სექსოლოგმა და პირველად გააჟღერა 2008 წელს რომში სექსოლოგიის ევროპული ფედერაციის კონფერენციაზე.

დეტროიტის სინდრომი
დეტროიტის სინდრომი არ არის იმდენად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, რამდენადაც ეს არის ასაკობრივი დისკრიმინაციის ფორმა, როდესაც გარკვეული ასაკის მუშაკებს ანაცვლებენ ისინი, ვინც უფრო ახალგაზრდა, სწრაფი და ძლიერია და დაჯილდოვებულია ახალი უნარებით, რომლებიც უფრო შესაფერისია თანამედროვე სამუშაო ადგილისთვის. სინდრომი 2011 წელს დაფიქსირდა და მიიღო სახელწოდება დეტროიტიდან მისი რეპუტაციის გამო, როგორც ავტომობილების წარმოების ცენტრისა, რომელშიც უფრო ახალგაზრდა მოდელები რეგულარულად ჩაანაცვლებდნენ ძველს.
რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოთქმული არ არის მიზეზი იმისა, რომ ხელი შეგიშალოთ ზემოხსენებული საყვარელი მიმართულებების მონახულებაში. უბრალოდ ფრთხილად იყავით, თუ გრძნობთ სიმპტომებს, რომლებიც გაფიქრებინებთ, რომ ხართ მოსე ან სხვა ბიბლიური პერსონაჟი.
